ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2010


დიალოგი

-რას უყურებდი? ტუჩსაც ბერავდი,
-წვიმის წვეთები ფოთლებს კოცნიან...
-გამიუთოვე დროზე პერანგი,
ერთი მოგცლია!
-ჩუ...წაუხდინე ხასიათი მოყვარულ წვეთებს,
ხედავ, ფოთლებმაც ამოგვხედეს შრიალით  მორცხვად,
ახლა უბრალოდ მიასხამენ გულგრილად შხეფებს,
აზრადაც აღარ მოუვათ კოცნა.

სულელი ხარო, იმის ნიშნად ჩაუკრა თვალი,
იმას კი შერცხვა- ზუსტად იცის, წვიმა რომ უსმენს.
სუფთაპერანგა  -არხეინად წავიდა ქმარი,
მრავლისმეტყველი გამოხედვით- ხედავთ, რას ითმენს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს