ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2010


ყოფნა არ ყოფნა

ფანჯრიდან მოჩანს ძლიერი ნისლი,
სიცივემ სუსხმა გაყინა სისხლი,
ხვალ რა მოხდება?.. აღარ მსურს ფიქრი,
მწუხრით აღსავსე მორევში მივქრი.
მინდა ვიფიქრო რომ ჩემს ცხოვრებას
კიდევს აქვს ფასი
უკვე მომბეზრდა განუწყვეტელი უაზრო ფარსი,
როცა ვერ ხვდები არც გსურს გაიგო
სიცოცხლის აზრი,
მაშ ფუჭ სიცოცხლეს ამჯობინე
სიკვდილი აზრით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები