ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2010


ბერის ცხოვრება

ეძღვნება ბერ იოაკიმეს (გალდავაძე)


ბერი ყოველთვის თმობს ქვეყნის პატივს,
ამპარტავნებას ბრძოლა აქარწყლებს,
შესამოსელში, კუნკულ-ბარტყულში,
სულგანწმენდილი ვნებებს ამარცხებს.

ბერი სულ მუდამ სულის წვრთნაშია,
იგი არა ფლავს ტალანტს მიწაში,
ის მას ამრავლებს, სხვა ტალანტს იგებს
და ასე გადის ყოფის ფინალში.

სავსეს სიმდაბლით და სასოებით
უფლის სახლი აქვს თავსაყუდელი,
ბერის კელია არის ხომალდი,
მონასტერი კი ნავსაყუდელი.
* * *
ათეიზმს სძლია სარწმუნოებამ
და კომუნისტი შემდგარა ბერად,
მისი ბუნება და მისი სახე
გადაქცეულა იესოს ფერად.

ამ ბერის ღვაწლი დაფარულშია,
მრავალ განსაცდელს გმირულად იტანს,
გული აფასებს, გული ლექსს უწერს
უფლის კარებთან სიწმინდის მიმტანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები