ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


სხეული - სულზე შემოსაცმელი (ლექსების გამოფენა - 2010, ნოემბერი)

                          სიცოცხლე მხოლოდ სვეტად ჩამოდის
                          სხეულში... მასაც სიკვდილი გამხდის...
                                                          გიომაკაველი

სულია ცოცხალი!...  სხეული? - ამ სულზე მოცმული!... 
გაიხდის, ჩაიცვამს... მეორედ, მესამედ... მეშვიდედ...
ხან ლოცვად დადგება, ღვთისმოშიშ არსებად მოსული,
ხან დგება ქადაგად, ხან... ნეტავ არავის შეშლიდეს

მისი ეს ნატიფი სიტყვები და თავის დაჭერა...
ხან დარდიმანდია, არც თავის, არც სხვისი ბატონი...
ხან, თითქოს პოეტობს, ცოდვილობს სტრიქონის დაწერას...
ხან უნდა, ძაღლივით რომ გაწვეს ფეხებთან პატრონის...

ხან მათხოვარია, თავს ირჩენს ნაჩუქარ ხურდებით...
ხან ციხის ქონგურებს გაჰყურებს ფანჯრიდან სასახლის...
ხან კატორღელია, ფეხებში გაყრილი ხუნდებით...
ხან ზედამხედველი, გაქცეულს ზურგში რომ დაგახლის

ტყვიას და თან ზიზღით დაგხედავს მიწიან სახეზე...
ხან “ხვადი ლომია”, შიშით რომ კანკალებს პრაიდი,
ხან მხდალი “ტურაა”, ძლიერებს სუსტებზე აქეზებს,
ხან, -  ფულის გულისთვის? - სულიდან ხორცსაც კი გაიხდის!

სულია ცოცხალი!...  სხეული? - ამ სულზე მოცმული
ფრაკი თუ კიტელი, საღამოს კაბა თუ ფარაჯა...
გაიხდის სხეულს და... დარჩება სულშემოძარცვული,
სხვა, მისთვის ძვირფასი სხეულის შემწედ და დარაჯად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები