ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
24 ოქტომბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

თვალები სულის სარკე

    მიყვარხარო ეუბნებოდა...
    თვალები სდუმდნენ...
    არადა ჯიუტად უყურებდა თვალებში. თვალები სულის სარკეა, ხშირად ჩაიხედე სარკეშიო_ მისი საყვარელი გამოთქმა იყო. სულის სარკე ღრმა და აზრიანი იყო...ყველაფერი იკითხებოდა შიგ...სიყვარულის გარდა...
    ხო და, მორიგი შეხვედრის მერე, მოვიდა, სარკის წინ დადგა, დიდხანს უყურა საკუთარ ანარეკლს, აუღელვებლად შეიკრა თმა ერთ დიდ კიკინად და...ძირში მოიჭრა... შენელებული კადრივით დაიყარა თაფლისფერი თმა...
    არ დანანებია...მას არ უყვარდა...რა აზრი ქონდა ეხლა, თმა დაამშვენებდა, თუ უთმოდ ივლიდა? ნელა აუყვა მერე სამართებლით... კიდევ კარგი ჩინებული თავის ფორმა ქონდა...
    მორჩა...კმაყოფილმა გაუღიმა თავის უთმო ორეულს...დალალებს გადააბიჯა და მშვიდად დატოვა აბაზანა...
    მეორე საღამოს გულში იხუტებდა ის, ვისიც არ ჯეროდა... ასეთს, თავტიტველს და სულელს...      ცისთვალებიდან სითბო და სიყვარული იღვრებოდა...თურმე ხანდახან თვალებიც ტყუიან ... თურმე ცდებოდა... ჰყვარებია...
    პირველად შერცხვა ესე ტკივილიანად...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები