ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2010


მე სიყვარულის მორფინისტი ვარ (მაკუნა შარეიძეს)

ძველი ხის ქოხი... მუხლებზე პლედი, ბუხარში ცეცხლი.
თოვლს წამოიყვანს ჩემი ფიქრები, ერთად ვიქნებით...
მე ხომ უშენოდ არ მინდა ოქრო, არ მინდა ვერცხლი,
მე შენი გულის ფეთქვას  ვხატავ ჩემი სიმებით

როგორ გავლექსო... ვერც კი ვხვდები, რითი დავიწყო,
მე არაფერი გამეგება თქვენი – ქალების.
იქნებ, მომხედოს ვინმე ბიჭმა, ცოდნა გამანდოს,
მაგრამ ცდუნებას მე ვერ ვუძლებ მაცდურ თვალების.

ამიტომ მინდა ძველი ქოხი გადაკარგულში.
იქ წაგიყვან და დაგაბერებ ჩემს სიყვარულში.
კი, მართალს ფიქრობთ, გეთანხმებით, ეგოისტი ვარ.
მე ხომ სიკეთის, სიყვარულის მორფინისტი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები