ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2010


სიმშვიდე(?!)

თავადაც მიკვირს, რა უცნაურ
ხასიათზე ვარ,
თავბრუ მეხვევა, უძრავადაც
დავდივარ წრეზე,
შემოდგომის ცას მზის სხივები
ასხია ფრთებად,
და აღარ ვიცი, ეს სიმშვიდე
რას მივაწერო.

სხვა მიზეზია, თუ უბრალოდ
ასე მაოსებს
ჩვევადქცეული ღამეების
თეთრად თენება,
განთიადს ეწვის საფეთქელთან
ქარის ნაკოცნი,
ალვის ფოთოლი დაცემისას
ფესვს ეფერება.

შენ ყოველ დილით უსათუოდ
მოდიხარ ჩემთან,
როცა ხილვები მთავრდებიან,
გამოფხიზლებულს,
ქვეცნობიერი შეგრძნებების
ლოგიკა მრჩება,
და ცხადად ვხვდები ამ დროს, ისევ
რატომ ვიწყებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები