ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2010


ბოლო ოთხი ჰაიკუ (ციკლიდან "12 თვე")

ივნისი

პურის თავთავზე
კუტკალია  ქანაობს, –
შია და... მღერის!


ივლისი

ციცინათელა
გაოფლილი ჩამოჯდა...
ღამეა, ცხელა...


აგვისტო

წითელმა ბურთმა
ცა ზანტად გადაიარა...
ნამზეურს ტოვებს...


მამას

სასაფლაომდე
შორი გზაა... თუმც ყველა გზა
შენამდე მოდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები