ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2010


იასამნები მატყუარა ყვავილებია

გაზაფხულდება. ისევ მოვა ჩემი აპრილი.
ულურჯაპრილოდ წელიწადი როდის მოსულა?
ყველა ოცნება, ჩემგან შენთვის შემონაწირი,
ზამთრის მზესავით მთის გადაღმა გადაპარულა.
დღეს მარტოობა ისევ ისე ჩემი ხვედრია,
მაინც არ ვტირი, იმედი ხომ არასდროს კვდება.
აფეთქებული ყვავილები ჩუმად მეტყვიან:
აღარ იდარდო, შენს ქუჩაზეც გაზაფხულდება.
ხომ ისევ მოვა ბორიალა ჩემი აპრილი.
შენს გამო ღამე რა ამაოდ მითენებია.
მე მაინც მიყვარს, მაინც მიყვარს იასამნები.
მერე რა, თუკი მატყუარა ყვავილებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები