ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2010


თექად მომთელა ცხოვრებამ...

თექად მომთელა ცხოვრებამ...
ხან მჩეჩავდა და ღრუბელივით მაფუებდა,
ნაზსა და ჰაეროვანს მხდიდა,
ხან მთელი სიმძიმით მირტყამდა და
ქეჩასავით მიშრობდა სულს...
ორნამენტებად მაყრიდა წელიწადის დროებს-
ხან გაზაფხული ვიყავი, ხან ზაფხული,
ხან მარჯნისფერი შემოდგომა...
მერე ფიფქები მომაყარა და კარგა ხნით მიყუჩდა.
დამანოტივეს ფიფქებმა...
გავიკვირტე...გვირილები გამოვისხი ტანზე...
შენს გაზაფხულად მოვედი...
მომხედე ცხოვრებავ!
გაზაფხულად დავბრუნდი!
შენი დამყოლი თექა ყვავილებით მოჩითე!
მომეალერსე, აღარც ვიშხუნები...
რბილი და მორჩილი ვარ...
გამიღიმე...
არ დავღლილვარ...
ყველაფერს ვიწყებ თავიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები