ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა123
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2010


მინდოდა ცეკვა!

მინდოდა ცეკვა, უბრალოდ ცეკვა,
თავისუფლების შეგრძნების აღქმა,
მინი ისტორიის შეთხზვა,
გაღიმებული მეწყვილეს ნახვა.

რითმებზე ტანის აყოლიება,
სხეულის მიმიკით ამბის მოთხრობა,
მინდოდა ბზრიალი ჩვენს ხელებს შორის,
მინდოდა ტრიალი დედამიწასავით!

შენ კი, როგორც მთვარე შემეცეკვებოდი,
გაშლილ ორბიტაზე ამეცეკვებოდი,
ხანდახან  ნახევრად  რომ გამოჩნდებოდი,
იმ დღეს მაინც გამბედააობდი.

მინდოდა ცეკვა, უბრალოდ ცეკვა,
თავისუფლების შეგრძნების აღქმა,
პატარა ისტორიის შეთხზვა,
გაღიმებული თვალების ნახვა!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს