ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2010


მათხოვარი (ლექსების გამოფენიდან)

ჭრილობებს დაგლეჯილ ტანსაცმლით იფარავს,
ტანსაცმელს დახრილი თვალები მალავენ,
იმედი, რომელიც დღეს იქნებ გაუჩნდა,
არ იცის, ეყოფა თუ არა ხვალამდე...

ზიზღსა და სირცხვილში ნარევი ცხოვრების
მიზეზი რა არის, სულაც არ დაეძებს,
რამდენჯერ ფული და საჭმელი მოგვთხოვა,
ფურთხით და გინებით გავუშვით, რამდენჯერ...

ცივ თვალში ცრემლებიც კი ვეღარ თბებიან,
თვალებში, დარდი რომ ბინდივით ჩამოწვა,
ჩვენ მათი წარსული არასდროს არ ვიცით,
თუმცა კი ამრეზით ვუყურებთ რატომღაც...

და ალბათ ყოველთვის არც არის სიკეთე,
როდესაც ქუჩაში მათხოვარს ფულს აძლევ,
მათდამი სითბო და გულთბილი მოპყრობა,
ხანდახან მეტია უბრალო ხურდაზე...

ლიკა ოხანაშვილი
16.09.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები