ნაწარმოებები


ლიტერატურულ კონკურს "ეგო-არტი 2014"-ზე საკონკურსო მასალების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 19 სექტემბრამდე     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ემიგრანტის წერილი 2014“     * * *     ლიტერატურული ჟურნალი „ანეული“ აცხადებს „ერთი მოთხრობის კონკურსს“ რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე "ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები"

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


აჭარა XIX საუკუნეში

თურქების მიერ მიტაცებულ კუთხე-მხარეში
ისლამმა ქართველთ გვარტომობა მკვეთრად დაღარა,
აქ ეკლესიას, სამწუხაროდ, ჰქვია ქილისე,
“ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.

თვით ლაზისტანის საფაშოსის დედაქალაქში
მუთასარიფი ფეხმორთხმული ლაღად წინ მიზის.
პერანგას ქედით გარშემოკრულ, ზღვის ნაპირიან,
ბათომში ოქროს ფულს სახელად ჰქვია ყირმიზი.

ტაძრებთან ზოგი მაინც რწმენით, ლოცვებით მიდის,
მაგრამ ქართველთა ტკივილები ვერ მორჩენილა.
ბეგის ქორწილში ხმამაღალი მაყრული მესმის,
კვერცხის შეღებვაც სააღდგომოდ შემორჩენილა.

ძველ სოფელ სხალთას, სხალთისწყალის სათავეებთან,
ხირხათის ციხე გადმოჰყურებს ბინდსა თუ სისხამს.
სახელი სხალთა, უფრო სწორად, სახელი მსხალთა,
შეურქმევიათ, რადგანაც ტყე ტკბილ მსხალსო ისხამს.

რუხი პორფირით აშენებულ სხალთის ტაძარში
ეკვდერის ლამაზ არაბესკებს აკლიათ მოვლა.
ურჯულო თურქებს უქცევიათ როცა მეჩეთად,
ზემოდან ვარდნილ ქვებს მოუკლავს აქ სამი მოლა.

ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით,
მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა.
აქ ეკლესიას, სამწუხაროდ, ჰქვია ქილისე,
“ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს