ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2010


აღსარება

შენს კარს რომ ბოქლომი აქვს
ცხრათავა დევთანაა გასაღები
შევებროლე და..
დამინდო.
"სიყვარულს დიდი ძალა აქვსო",
შენთან შემომიშვა,
კარი უხმაუროდ გამიღო,
მზე სულში შემოვუშვი,
შენთან ჩავიმუხლე
წყალმა კი ამბავი წაიღო,
ვის კართან ჩამოსილავს,
ვის სულში ჩააგუბებს...
რომ მერე სასახლედ აგიგო.
ასე მე არავინ მყვარებია,
გრძნობამ ნაფოტივით წამიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები