ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


რაც ვერ გითხარი



შენ ცას იშენებ და მე კიდევ არ მყოფნის სამყარო,
ვერსად ვერ დავტიე შენი ნაჩუქარი ფრაზები,
მინდა ამ სახლიდან ყველა სულიერი გავყარო,
შენს ადგილს იკავებს ყველა და ამიტომ ვბრაზდები.

დადიხარ ახლა და ყელზე გეტმასნება სიმშვიდე,
ცა ისე ახლოა, რომ ცალი ხელითაც მისწვდები;
მე კიდევ სახლისთვის ფერადი ფარდები ვიყიდე,
ტილო მოვქარგე და სულ მთლად დავიჩხვლიტე თითები.

ჩემი წერილების ნაცვლად აღსარებას კითხულობ,
წვერი გაქვს გრძელი და დაბლა დაგიშვია კალთები;
გეკითხებიან და ამბობ, რომ ცოდვილი ბერი ხარ;
სახლში მაკლიხარ და მერე უშენობით ვღამდები.

შენ ცას იშენებ და მე კიდევ არ მყოფნის სამყარო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები