ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


შემოდგომა

რადგან სიყვითლე დაეტყო ტყეებს,

რადგან გაუცვდა ფერი ბალახებს,

დგას შემოდგომა და მწვანე დღეებს,

თავის ოქროსფერ სკივრში ალაგებს...



ისე ეხება ლერწების გრეხილს,

ვერ გამიგია ზვრებს რომ გავყურებ,

მწიფე ყურძენს წყვეტს ნეტავი გლეხი,

თუ შემოდგომას პარავს საყურეს?





ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან

----------------------------

ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან,

ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს

და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან

გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს...



მთა არ მინახავს ასე გულდიდა,

ცა არ მინახავს ასე მარტივი

და გაზაფხული ოქროს ბუდიდან

მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...





ძაღლი ”გრანიტი”

-------------------

სოფელს დარაჯობს ძაღლი ”გრანიტი”,

ენით ილოკავს თათებს ქონიანს

და სახურავის ყველს კრამიტი

სახლის მშიერი ენა ჰგონია...



რა დაკვირვება სცოდნიათ ძაღლებს,

ასე მკვირცხლებს და ასე მამაცებს,

მოვა წვიმა და გაბუტულ სახლებს

კრამიტის ენით ალაპარაკებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს