ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2010


საქართველო

                      საქართველო

თუ რამ თვალ-მარგალიტი აქვს
ჩვენს ბუნებას მადლიანს
ამ ქვეყანას მოაფქვრია
თანაც უხვად ძალიან.
აზიდული დიდი მთები
თავის ცივი ჩანჩქერით
მის მწვერვალზე დაგებული
თოვლითა და ნამქერით.
დაბურული ტყეები და
კოხტა წყარო ანკარა
სილამაზის აღსაწერად
განა ესეც არ კმარა?
ახლა ბარში ჩამოვიდეთ
მოვიხედოთ ირგვლივ
ასეთ ლამაზ ყვავილებში
უსასრულოდ ვივლი.
აქ ხეხილის ბაღებია
იქ კი ღელავს პურის ყანა
სილამაზის აღსაწერად
ნუთუ ეგეც აღარ კმარა?
მართლა, ზღვა არ დამავიწყდეს
თოლიების კივილით
მხიარული პატარებით
მათი ჟივილ-ხივილით.
მოდი, აი ამ სასმისით
შევსვათ ერთი სადღეგრძელო
ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს
გაუმარჯოს საქართველოს!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები