ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: საბავშვო
22 ნოემბერი, 2010


იავნანა

                          ი ა ვ ნ ა ნ ა

რა ხანია მზემ დახუჭა თვალი
შენ არ გინდა დაძინება განა?
მოდი მაგრად ჩაგიხუტო გულში
და გიმღერო ტკბილი იავნანა.
შენი ფუმფულა ბალიში
რა ხანია გელის
იავნანა ვარდოვნანას
შენთვის ჩუმად მღერის.
თოჯინასაც ჩასთვლემია
ვინ უმღერა ნეტა ნანა?
შენც დაიძინე პატარა
იავნანა, ვარდოვნანა.
მთვარემ მისი ვარსკვლავები
ხედავ რომ დააძინა
იავნანა, ვარდოვნანა
იავნანა ნანინა.
მალე ტკბილ სიზმარს ნახავ
შენ ჩემო პაწაწინა
იავნანა ვარდოვნანა
იავნანა ნანინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები