ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: იუმორისტული
15 ნოემბერი, 2010


რუსეთს

რ უ ს ე თ ს

გაიხსენეთ ჩვენ რუსეთის
როდის გვქონდა ვალი
რომ წაგვართვა სოხუმი,
პიცუნდა და გალი.
    მერე ოსეთსაც მოდგა
    თან წაიღო ცხინვალიც
    დაგვიბარა ქართველებს
    გეყოფათო ჟინვალიც.
ასე გაეხსნა მადა და
შემოვიდა გორში
საქართველოს მიწები
ხვრიპა როგორც ბორში.
    მიქონდა ჩვენი ქვეყნიდან
    ხან ჩანგალი, ხან კოვზი
    ვიღუპებითო საშველად
    დავიბარეთ სარკოზი.
დაფაცურდა გაერო
ეუთო და ნატო
ამერიკაც ჩვენთან იყო
არ ვიყავით მარტო.
  მაგრამ რუსეთის გავლენა
    მსოფლიოში დიდია
    მაგას შენი ამერიკა
    სულ ცალ ფეხზე კიდია.

                        მაგრამ ერთი დაიხსომე
                        ჩემო რუსო ვალოდია
                        ქართველების დაჩოქება
                        ასე იოლი როდია.
  მოიხედე აქეთ და
                  გვერდზე დადე გაზეთი
                    შენი ნებითი დაგვიბრუნე
                    წართმეული აფხაზეთი.       
                ბარემ თუ დაბრუნებაა
                              დაგვიბრუნე სოჭიც
                              მერე ჩვენზე იყოს
                              ერთი კაი გოჭიც
                  მაგრამ ამას არ იზამ
                  მოღალატე ერი ხართ
                  დასაბამიდან დღემდე
                  საქართველოს  მტერი ხართ.
            სულ ასე ხომ არ ვიქნებით
            ჩვენც მოვალთ ცოტა ფერზე
                            ჰოდა მაშინ გაგებინებთ
            პასუხს ყველაფერზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები