ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2010


ხეივანი

L                ხეივანი
          ლამაზი ხეივანი შეუქმნიათ
          მაგნოლიებს, ჭადრებს, ფიჭვებს,
          ატმის ყვავილიც აყვავებული
          ფუტკარს თავისკენ იწვევს.
              მათი ტკბილი სურნელებით
              დამთვრალია არემარე,
              დილით მზე ეალერსებათ
              ღამით კიდევ სავსე მთვარე.
        ჩურჩულებენ, იცინიან
        ისმის მათი შრიალი,
        ქარს კი ხმელი ფოთლები
        დააქვს ფრიალ-ფრიალით.
              წელიწადში ოთხჯერ აქვთ
              პოდიუმზე ჩვენება,
              კონკურსია ვინ იქნება
              ხეივანის მშვენება.
        გაზაფხული მწვანედ მოსავს
        შემოდგომა ყვითლადა,
        ზამთარი კი თეთრი შუბას
        წელზედ ახვევს თბილადა.
            ასეთ ლამაზ გარემოში
            სეირნობა რად ღირს,
            ცხენი თვითონ გაჭენდება
            არ შეიბამს აღვირს.
  შეყვარებულ წყვილთა გული
  კიდევ უფრო ათრთოლდება,
  და მათ გულში სიყვარულის
  დიდი გრძნობა აგორდება.
        ყველას უხმობს ხეივანი
      დიდს, პატარას, გოგო-ბიჭებს,
      გასართობად, სათამაშოდ,
      ფეხქვეშ უყრის ლამაზ გირჩებს.
    ამ ყველაფერს ვერ ჩაუვლი
    ვერ გაუძლებ ცდუნებას,
    ამ ლამაზი საჩუქრისთვის
    გავუფრთხილდეთ ბუნებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები