ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2010


გამამტყუნებენ

გამამტყუნებენ,
მაგრამ არ მჯერა,
რომ ბედისწერა არსებობს ვითომ,
ცოდვის ჩადენა
თუ გვაწერია.
უფალი პასუხს რატომღა ითხოვს?!

სისულელეა,
ყველა მიზეზი,
მიზეზი,
თავის გასამართლებლად,
ან ბედისწერა
რა შუაშია,
როგორ მოიმკი თუ არ დათესავ?

გამამტყუნებენ
ყველაფრისათვის,
რაშიც საერთო აზრს არ ვემხრობი,
ზოგჯერ
ისინი ცდებიან და მეც,
დამნაშავე ვარ
ხშირად, მემგონი...

გამამტყუნებენ,
თუ ვერ ხედავენ
ჩემში,
ბრბოს სახის წმინდა ანარეკლს,..
ვერ გადარჩები,
თუ განუდგები
და განსხვავება თუ არ დამალე.

გამამტყუნებენ?
ეგ არაფერი,
ერთი გზა
მაინც მოვა ჩემამდე, 
გამამტყუნებენ
თუმცა კი ვიცი,
მაინც ლექსებად დავწერ ყველაფერს.

ლიკა ოხანაშვილი
11.11.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები