ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 ნოემბერი, 2010


მასონობა, ანუ...

          დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ მასონობაზე და მასონებზე. არავისთვის უკვე  საიდუმლოს არ წარმოადგენს მათი არსებობა და არც მათი იდეები თუ გეგმებია იდუმალებით მოცული. დღეს უკვე თვალნათლივ ვხედავთ, თუ როგორ იმართება მსოფლიო პოლიტიკა ვიღაც „ერთეულთა“ მიერ. იმასაც ვხედავთ, თუ როგორ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ქვეყნებს შორის ურთიერთობათა საკითხები და ხელოვნურად შექმნილი პრობლემებით  კრიზისის და სოციალური პრობლემების მანიპულირება ხდება საზოგადოებაში.
            მასონობა თავის დროზე შეიქმნა როგორც საზოგადოების მართვის გარკვეული მექანიზმი. მე არ შევეცდები იმის გარკვევას თუ სად, როგორ, რანაირად წარმოიშვა ეს ორგანიზაცია (თუ ორგანიზაციები), რადგან ბევრისთვის და ზოგადად ყველასთვის ისედაც გარკვეულია (მეტნაკლებად) და ცნობილი ეს (ზუსტი თუ არაზუსტი) ფაქტები. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ეს არის საუკუნეების წინ შექმნილი და დღემდე გეგმიური ნაბიჯებით მავალი ადამიანთა ჯგუფი (თუ ჯგუფები), რომლებიც უკვე საუკუნეებია წარმართავენ ადამიანთა ცხოვრებას და საუკუნეებია ხელთ უპყრიათ მართვის სადავეები და მაინც, ვინ არიან ისინი? რა ფენის და როგორი აზროვნების ადამიანები? ამ კითხვებზე  პასუხის გაცემა არც თუ ისე ადვილია, ის კი არა, თითქმის შეუძლებელიც, თუმცა მათი საქმიანობის და არსებობის ძირითად პრინციპებში გარკვევა თავისთავად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ბნელ ძალასთან გვაქვს საქმე. ბნელ ძალებთან ურთიერთობა კი ადამიანებს ყოველთვის გვაშინებდა და გვაშინებს და ამიტომაც ზოგჯერ თავსაც ვარიდებთ კიდეც მათ, რაც არასწორი მიდგომა მგონია  საკითხისადმი, რადგან როცა ეს ბნელი ძალები ძალიან არიან ჩვენში შემოჭრილები, როცა ძალიან ცდილობენ ჩვენს დაპყრობას, თავის დახრა და უსიტყვო მორჩილება კი არა, უფრო მეტი ყურადღება, წინდახედულება, უფრო მეტი რამის ცოდნა გვმართებს მათზე და რაც ყველაზე მთავარია, ღვთისადმი მეტი შიში, რწმენა, მოკრძალება და მორიდება  გვესაჭიროება, რადგან ძალიან კარგად ვიცით, მხოლოდ საკუთარი ძალებით, ღვთის დახმარების გარეშე არასოდეს გაუმარჯვია ადამიანს და ვერც ვერასოდეს რომ გაიმარჯვებს. ამდენად, ბოროტის ძალას თუ როგორ უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი რწმენა და მინდობა - უფლის ნებაზე, ვგონებ, ეს გვაქვს დღეს კარგად შესასწავლი ადამიანებს, რომ არ გაგვიჭირდეს წუთისოფლის ამ თავბრუდამხვევ და საშინელ ორომტრიალში სულის გადარჩენა...

        და მაინც, ვინ არიან ისინი? ისინი არიან ბევრნი, თითქმის ყველანი და მაინც, „ერთეულები“! მათი ძირითადი და მთავარი პრინციპია „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება, სადაც არ იქნება ეროვნული განსხვავება და სადაც ამ უეროვნებო ადამიანებს ეყოლებათ ერთი მმართველი. ვინ? - ეს თვითონაც შეიძლება ან  იციან, ან არა. ელოდებიან მესიას!  ელოდებიან  და დასტურად შეიძლება ძველი აღთქმიდან ის ამონარიდებიც მოგიყვანონ, სადაც უფალ იესო ქრისტეს მოსვლაზე წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველები, რაც აღსრულდა სწორედ მაშინ, როცა უფალი მოევლინა ამქვეყნიერებას, თუმცა მოგვეხსენება, სულიერი ამპარტავნებით შეპყრობილმა ისრაელმა მაშინ ვერ შეიცნო  ქრისტე - ღმერთად და მხსნელად, ამიტომაც არ მიიღეს და ჯვარს აცვეს იგი.  ბოროტებამ  დაისადგურა მათ გულებში და დღემდე არ ილევიან ეს ანტიქრისტეები, დღემდე არ ილევიან უფლის ხელმეორედ ჯვარცმის სურვილით შეპყრობილი ადამიანები და ელოდებიან თავიანთ „მესიას“.
ებრაელები პოლიტიკური ლიდერის მოსვლას ელოდნენ მაშინ, რომელიც გაანთავისუფლებდა მათ არამარტო რომაელთა ბატონობისაგან, არამედ პირიქით, ყველა სხვა ხალხზე გააბატონებდა მათ. ისრაელთა მაშინდელი მენტალიტეტისათვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდა არსი ქრისტესი და ზოგადად, -  სამებასი. 
მიუხედავად იმისა რომ ქრისტეს მოწაფენი და მოციქულები ებრაელები იყვნენ, ერმა მთლიანობაში მაინც უარყო მაცხოვარი, ამიტომაც იყო რომ მათ დაკარგეს ღვთის რჩეულობა.
დღეს კი, მაინც ღვთის რჩეულად მიიჩნევენ თავს და კვლავაც ელოდებიან მესიას, რომელიც თავიანთ ერში უნდა  განკაცდეს და ამ იდეით შეპყრობილები დღეს უკვე იმდენად მძლავრობენ და მზვავობენ, რომ ჩვენც კი - ვინც მივიღეთ და ვიწამეთ იესო, ჩვენც კი, გვარწმუნებენ  და უნდათ  დაგვაჯერონ, რომ უფალი თურმე არც ყოფილა, რომ უფალი თურმე ნიცშესეული „ზეკაცის“ მაგვარი თუ მუჰამედის მსგავსი ადამიანი იყო, ან უბრალოდ ერთ-ერთი განსხეულებული ანგელოზი, რომელმაც ამ მდგომარეობას  საკუთარი თავის შემეცნებით მიაღწია და ამით ამაღლდა იგი თურმე სხვა ადამიანებზე, ისევე როგორც ბუდა. 
      ანვითარებენ აბსურდულ თეორიებს ვითომ მეცნიერებათა თუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიათა ღრმა ფლობით და ღრმა განსწავლულობით, ქმნიან და იგონებენ რელიგიებს და ამზადებენ კაცობრიობას მათი „მესიის“ მისაღებად, რომელიც მართლა მოევლინება კაცობრიობას. ამდენად, მათი მთავარი პრინციპი ეს არის დაამყარონ ერთიანი მმართველობა და ერთიანი რელიგია - იუდაიზმი!
    ანუ, აქედანაც ჩანს რომ სწორედ თავის დროზე ღვთისგან გამორჩეული ეს ერი - ებრაელი ერი, - გვევლინება დღეს ღვთის უარმყოფელ და ღვთის მგმობ ერად. თუმცა მაინც არ შეიძლება მთელი ერის ასე ცალსახად შეგინება და შეჩვენება, რამეთუ ამ ერშიც ბევრია დღეს და იყო მაშინაც ჭეშმარიტად ღვთისნიერი ადამიანი.
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ პირველი ქრისტიანები სწორედ ებრაელები იყვნენ და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ პირველი ღვთის მგმობელი და ღვთის უარმყოფელი სწორედ ებრაელია. მათი რელიგია, იუდაიზმი, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი გამოწვევა და ბრძოლა ქრისტიანობაზე და უფალზე! თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ თანამედროვე იუდაიზმი საკმაოდ არის დაცილებული ძველაღთქმისეულ იუდაიზმთან, რაც შუასაუკუნეობრივი ებრაული ფილოსოფიის ჩასახვამ გამოიწვია, მათ ნეოპლატონიზმის და მისი მისტიციზმის გავლენა განიცადეს. ებრაული ფილოსოფია ჯერ იყო და მოსეს რჯულის (მოსეს ხუთწიგნეულის - თორასა) და ანტიკური ფილოსოფიის დაახლოებამ წარმოშვა,  შემდგომ კი განვითარდა ნეოპლატონური, არისტოტელური და კაბალისტური მიმართულებები. ეს უკანასკნელია ყველაზე საინტერესო იმდენად, რამდენადაც მისი საიდუმლო  სწავლებები კვებავდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოკულტურ მიმდინარეობებს დაწყებული ალქიმიიდან დამთავრებული ანთროპოსოფიით. კაბალა დღემდე თავს საიდუმლო მოძღვრებად ასაღებს, ცნობილია რომ სწორედ  კაბალისტები არიან ის ადამიანები, ძალაუფლების და საზოგადოების  ბატონობისკენ რომ ისწრაფვიან...
      მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ებრაელი ერი - საინტერესო ფენომენია ამ სამყაროში. საინტერესო და მეტად უცნაურიც! (და არანაკლები ვართ ჩვენც, ქართველებიც, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო თემაა).

        დავიწყე მასონობით და არ მინდა თემას გადავუხვიო. როგორც შევნიშნეთ, მასონობა გარკვეულწილად ებრაელიზმსაც გულისხმობს თავისი ფართო გაგებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი წარმოშობა თუ შემდგომი მისი განვითარება მხოლოდ ამ ერის დამსახურებაა. არამც და არამც. არსებობს სხვადასხვა ლეგენდები თუ ვერსიები ევიპტელ თუ ქალდეველ ქურუმთა მოღვაწეობაზე თუ მათ მასონურ მსოფლმხედველობაზე. არც შუასაუკუნეების და შემდგომდროინდელი ევროპაც უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, როცა იქმნებოდა და ყალიბდებოდა ერთმანეთის მიყოლებით შოტლანდიური თუ ინგლისური „ლოჟები“.  იქმნებოდა სხვადასხვა საძმოები და ორგანიზაციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თუ ერთმანეთთან შეთამხმებით.  ამდენად, არსებობს ებრაელების და არაებრაელების, ანუ მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, გოების მასონობა, რომლებიც (ზოგიერთ სწავლულთა ცნობით), დღეს უკვე დაბალი დონის მასონებად მოიაზრებიან.
          მათი მოძრაობები  შეუმჩნეველი ნამდვილად არ ყოფილა საზოგადოებაში და რადგანაც მიუღებელი იყო საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მათი არსებობა, მიუხედავად იმისა რომ ბევრ ვერაფერ ინფორმაციებს ფლობდნენ მათ შესახებ, ფაქტიურად მაინც გამოუცხადეს ბრძოლა  მათ.(გავიხსენოთ საფრანგეთი).  ამიტომაც იყო ისედაც გასაიდუმლოებული ეს ორგანიზაციები იატაკქვეშა ორგანიზაციებად გადაიქცნენ. თუმცაღა მაინც ახერხებდნენ სხვადასხვა ქვეყნების მაღალ ეშელონებში შეღწევას და უკვე იმდენად მომძლავრდნენ და მოღონიერდნენ კიდეც, რომ გადაწყვიტეს შეექმნათ საკუთარი არათუ ორგანიზაციები, არამედ ქვეყანა, სადაც დამკვიდრდებოდნენ და საიდანაც ადვილი გახდებოდა სრულიად სამყაროზე კონტროლი, რასაც სრული წარმატებით მიაღწიეს კიდეც.
          ამერიკის შეერთებული შტატები - ეს არის მათი  ოცნების აცხადებული ქვეყანა. რომელიც ინდილთა სისხლზე და ძვლებზეა აშენებული.  მათ სჭირდებოდათ და სჭირდებათ ეს ქვეყანა იმისთვის, რომ ახლა უკვე ფრთებგაშლილნი, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე დააცხრნენ თავს დანარჩენ მსოფლიოს. შეიძლება ითქვას რომ ამერიკაა ის ქვეყანა, სადაც იგეგმება და ხორცილდება მათ მიერ ბევრი რამ,  თუნდაც ის, თუ რომელ ქვეყანაში რა პრობლემა და რომელი შუღლი დათესონ, როგორ უნდა ჩააგდონ ერები უკიდურეს და გამოუვალ სიტუაციებში და მერე როგორ დაანახონ  მათ  მიერ გამოჩენილი კლანჭების საპირისპიროდ მათკენ გამოწვდილი „მეგობრული ხელიც“.  ჩვენც, ქართველებმაც ვიწვნიეთ  თავის დროზე მათი ბრჭყალები, როცა ეროვნული ხელისუფლება გაგვინადგურეს  და დღეს კიდევ კარგად ვხედავთ მათ მიერ გამოწვდილ „მეგობრულ ხელსაც“, რომელიც კარგს არაფერს გვიქადის, რომელიც პირდაპირი გამოხატვაა და განხორციელება მათი მიზნებისა ჩვენზე. მათი მიზანი კი ყველას მოგვეხსენება რომ უეროვნო, უენო, უინტელექტო და ზომბირებული ადამიანების შექმნაა...
          ვახსენე ეროვნული ხელისუფლება და არ შემიძლია ზოგადად ამ საკითხსაც არ შევეხო.  ყველამ კარგად ვიცით როგორ, რის ფასად და ვისი  წყალობითაც მოვიპოვეთ ქართველებმა მაშინ ის ნანატრი თავისუფლება, ეს იყო მაშინდელი( და არა მარტო მაშინდელი), საქართველოს ყველა დროის  უდიდესი გმირების- ზვიადის და მერაბის და მათი თანამებრძოლების მართლაც უდიდესი დამსახურება, თუმცა შემდგომში განვითარებული მოვლენებიდან  უკვე ცხადად იკითხება, თუ როგორი მიუღებელი აღმოჩნდა ეროვნული ხელისუფლება „ამა ქვეყნის ძლიერთათვის“, რადგანაც „მომავალი მსოფლიო წესრიგის“ გეგმაში არანაირად არ შედიოდა  ჭეშმარიტად ეროვნული და რაც მთავარია, ქრისტიანულად (მით უფრო, მართლმადიდებლურად) მოაზროვნე ხელისუფლება და საზოგადოება.    ამიტომაც იყო, რომ უბრალოდ, მოიშორეს თავიდან „აბეზარი და მიუღებელი“  ხელისუფლება! ხოლო  ვინ იყვნენ ის „ძლიერნი ამა ქვეყნისანი?“ მოგახსენებთ! მოვიყვან ფაქტს უახლესი ისტორიიდან, ფაქტები ხომ ყოველთვის ზუსტად და პირდაპირ გამოხატავენ სათქმელს. 
ცნობილია რომ  1990 წლის ნოემბერში კუნძულ მალტაზე დაიდო ხელშეკრულება საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას, რომელსაც წარმოადგენდნენ მ.გორბაჩოვი და ე.შევარდნაძე  და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ამ ხელშეკრულების მიხედვით რუსეთი თმობდა თავის გავლენას ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაზე, ხოლო სხვა დანარჩენი რესპუბლიკები კი კვლავ მის შემადგენლობაში რჩებოდნენ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა გამოაცხადა უკრაინის რადაში, რომ იმ ეტაპზე შეუძლებელი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, რასაც უკრაინელთა დიდი რეაქცია მოჰყვა, ხოლო საქართველოში, ყოველგვარი შეფარვის გარეშე, პირდაპირი გზით შეეწინააღმდეგა ბუშის  პოლიტიკურ დირექტივას ბატონი ზვიად გამსახურდია, რაზეც მან გაფრთხილებაც კი მიიღო ბუშისგან, რომ „დინების საწინააღმდეგოდ მიდიხარო“! სხვა თუ არაფერი,  მარტო ამ გაფრთხილების პასუხისთვის არის ზვიადი  ჭეშმარიტად ქართული სულისკვეთების და მართლაც გენიოსი ადამიანი.  მისი საუკუნის ფრაზად ქცეული პასუხი: „დინების მიმართულებით მხოლოდ მკვდარი თევზები მიცურავენო“ -  ზუსტად გამოხატავს ქართველთა მებრძოლ და შეუპოვარ ხასიათს. თუმცა ბევრი სწორედ მისი ამ პასუხისთვის მიიჩნევს მას მოღალატედ და ცუდ პოლიტიკოსად, მათ გასაგონად კი ერთ ჭეშმარიტების მღაღადებელ  ფრაზას გავიხსენებდი: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“!..
ამის შემდგომ კი რა მოვლენებიც განვითარდა საქართველოში, უკვე ყველას კარგად გვახსოვს. იყო დანგრეული თბილისი,  გაჩანაგებული, გავერანებული და პატივაყრილი საქართველო.  ქართველთა გენოციდი ქართულ მიწაზე,  დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო,  ათიათასობით დაკარგული და ცხრა მთას იქით გადაკარგული ქართველობა. მოშლილი ეკონომიკა. სრულ სიბნელეში არსებობის ათი თუ თორმეტი  წელი და როგორ ფიქრობთ, შემთხვევითი იყო ეს ყველაფერი? თუ მართლა ზვიადის და ეროვნული ხელისუფლების ბრალი იყო, როგორც დღესაც კი, ბევრ მოღალატე ქართველს ჰგონია. არამც და არამც, ეს იყო ქვეყნის და ხალხის გეგმიური და მიზანმიმართული დანგრევა "იმ ერთეულთა მიერ",  რომ შემდგომში „მეგობრული ხელით“  გახსნილი სარკმლიდან შემოჭრილიყო ევროპული და ამერიკული სიო და საბოლოოდ  მომხდარიყო ადამიანთა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი დეგრადაციაც და ამ ყველაფერმა მართლაც უსაშინლესი დაღი დაასვა ქართულ ცნობიერებას, ქართულ აზროვნებას. ქართულ მენტალიტეტს.
    სამწუხაროა რომ დღემდე წყვიტავენ ვიღაც-ვიღაცეები  ჩვენი ქვეყნის ბედს,  მხოლოდ, დღეს უკვე თამაშის წესებია შეცვლილი. საინტერესოა რომ  თანამედროვე დასავლეთი და თვით ამერიკაც დღეს  უკვე „აღიარებს“  და მიიჩნევს, რომ  ე.წ  90-იანი წლების აშშ-ს პოლიტიკური სტრატეგიის „შეცდომის“ მიზეზი ყოფილა თურმე ის სისხლიანი ისტორიები და მაშინ განვითარებული მოვლენები. ამ აღიარებით მათ თითქოს  ჩვენგან ნდობა მოიპოვეს და იმედიც ჩაგვისახეს, არადა რისი იმედი, უკვე ჩვენც აღარ  ვიცით... 
         
მივუბრუნდეთ ისევ დაწყებულ თემას. კაცობრიობის პროგრესულმა განვითარებამ  რომ ამ ბოლო დროს  ადამიანების სულიერი რეგრესი გამოიწვია, ეს არ ახალია, ძველია.  იმდენად გვიპყრობს დღეს კომფორტი და საერთოდ, მატერიალიზმი, იმდენად დამოკიდებული გავხდით მასზე, რომ ადვილად ვნებდებით ნებისმიერ საცდურს. საცდური კი ერთიორად მომრავლებულია დღეს. ვიდრე ოდესმე. ამდენად, მათი (მასონთა) საუკუნეობრივი ცდა და ლოდინი დღეს გამართლებულია. ამიტომაც უფრო მეტი მონდომებით აგრძელებენ ისინი ჩვენზე მუშაობას. ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ მასალას ისევ და ისევ ადამიანის საწინააღმდეგოდ იყენებენ და ამუშავებენ. ტელევიზია, რადიო, პრესა, ზოგადად  მასმედია მათი მთავარი იარაღია დღეს საზოგადოებაში, რითიც ხდება ადამიანების მასიური დაპყრობა და დამორჩილება უწყინარი მეთოდებით. ხელოვნების თუ სპორტის თითქმის ყველა სახეობა და დარგი მათ სამსახურშია. მუსიკა, კინო, თვით ყველასათვის საყვარელი  ფეხბურთი დღეს მასობრივი სანახაობის ელემენტია, რომლის წყალობითაც არათუ მილიარდებს იჯიბავენ ერთეულები, არამედ სრულ გონებრივ იზოლაციას ახდენენ მასებში და თამაშის დროს თამაშით გამოწვეული და იგივე მუსიკის მოსმენის დროს მუსიკის  მოსმენით გამოწვეული სიამოვნების ნაცვლად ეიფორიაში, ექსტაზში და (ნუ მიწყენენ ფეხბურთის ფანები და ნურც როკ-რეპის თუ სხვა მიმდინარეობების მოყვარულები და)  გამოთაყვანებულ მდგომარეობაში აგდებენ ხალხს.  (ვისაც თვალი აქვს, დაინახავს ამ რეალობას).
დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ კომპიუტერიზაციაც (ადამიანის ეს უდიდესი გამოგონება), ეშმაკიზაციად აქციეს. ენერგორესურსები - ქვეყნებს შორის ომების და სისხლისღვრის მიზეზი და მიზანია. ხოლო ერებს შორის შუღლი კი - მშვიდობისმოყვარე ადამიანს ეროვნულობის მოშლის აუცილებლობას აფიქრებინებს და ერთ მშვენიერ დღეს ალბათ მისი განხორციელებისკენაც უბიძგებს კიდეც. . არადა  ადამიანი - თავისი რასობრივი თუ ტომობრივი, თავისი ენობრივი თუ კულტურული, თავისი ტრადიციული თუ არატრადიციული განსხვავებებით იყო, არის და იქნება საინტერესო და რა დარჩება მისგან, თუკი ყველას მსგავსი და ყველა მისი მსგავსი გახდება? 
     
დღეს შეიცვალა ჩვენი აზროვნებაც. არ ვიცით რა გვინდა, რატომ გვინდა და რისთვის გვინდა.  ადრე თუ ადამიანი ზოგადსაკაცობრიო თემებით იყო დაინტერესებული, ანუ ფიქრობდა რატომ გაჩნდა ამ ქვეყანაზე, რა იყო მისი არსებობის მიზანი, ვინ შექმნა იგი და ა.შ. დღეს თითქოს ამ ყველაფერზე უკვე აქვს პასუხი და აღარ ცდილობს თვითონ ჩაწვდეს სიცოცხლის თუ სიკვდილის არსს, აღარ აინტერესებს ის სულიერი ღირებულებები, რითიც ადრე იკვებებოდა, ანუ მისი მაღალზნეობრივი ინტერესებიც კი დაკნინებულია და მხოლოდ მატერიალურზე ფიქრით და ოცნებით შემოიფარგლება მისი აზროვნება. ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი.
რადგან ქართველები ვართ, ისევ და ისევ ჩვენი ერის მაგალითს მოვიყვან. სამწუხაროდ, მე-20 ს.ის ბოლოს შექმნილმა სიტუაციებმა, ყველას კარგად მოგვეხსენება თუ როგორი განუკითხაობა,  უმუშევრობა, სიღარიბე და თავის გადარჩენის მიზნით, ადამიანთა  მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია და ეს პროცესი სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. ქართველები ადრე თუ ვერ ურიგდებოდნენ უცხო გარემოს და ტყვედ გაყიდული თუ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ქორწინებაში მყოფი ქართველი ქალები  სულის ტკივილად აღიქვამდნენ მათ მდგომარეობას, რისი უთვალავი მაგალითიც გვაქვს საქართველოს ისტორიაში, დღეს უკვე ეს ნებაყოფლობით გადახვეწილი ქართველები არც თუ ისე ადვილად, მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც იმდენად ეგუებიან უცხო გარემოს და უცხო ქვეყნებს, რომ მერე უკან, სამშობლოში დაბრუნების სურვილსაც შეიძლება ვერა, მაგრამ ინტერესს კი ნამდვილად კარგავენ, კარგავენ, რადგან ძალიან მატერიალისტები ხდებიან... ადრე თუ ჩვენი წინაპრებისთვის ტრაგედია იყო უცხოელზე დაქორწინებაც და ეს მხოლოდ პოლიტიკური და  ქვეყნისთვის სასარგებლო  აუცილებლობით იყო გამოწვეული, დღეს აღარ აინტერესებს ქართველს ზოგად-ეროვნული საკითხები და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე  მზრუნველი არად დაგიდევს არათუ სხვა ეროვნების, არამედ სხვა რასის ადამიანზე დაქორწინებასაც კი. რაც  იწვევს  როგორც ერის გადაგვარებული, ასევე  გაურკვეველი გენეტიკის და ცნობიერების შვილების გაჩენას.  „კოსმოპოლიტიზმი“ და „თავისუფლება“, ძალიან ცუდად გავიგეთ ქართველებმა.  სხვა მრავალი  მაგალითის მოყვანაც შეიძლება  ჩვენი დღევანდელი ცნობიერების წარმოსაჩენად, რაც სწორედ „ვიღაცეების“ ჩვენზე ზემოქმედების დიდი მცდელობის შედეგია. ისინი იმკიან თავიანთ „კეთილ ნაყოფს“ ჩვენში.

      და ბოლოს, კიდევ და კიდევ რელიგია! არ შემიძლია ისევ და ისევ არ მივუბრუნდე  ამ თემას და განსაკუთრებული ინტერესით არ მივუდგე მას, რადგან სწორედ რელიგია გახდა კაცობრიობის ისტორიაში ადამიანთა არამარტო აზროვნების და რწმენის საფუძველი,  არამედ დაპყრობის და დამორჩილების საუკეთესო საშუალება, ამიტომაც არის რომ სწორედ ამ სფეროში,( თუ შეიძლება რელიგიას ეწოდოს სფერო), მოიკიდეს მათ ფეხი.
      მანამდე თუ პირდაპირი სისხლისმღვრელი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული ტრადიციული რელიგიების წინააღმდეგ. ( გავიხსენოთ თუნდაც ჯვაროსნული ლაშქრობები), შემდგომში მიხვდნენ, რომ ამით უფრო კარგავდნენ ადამიანებზე ნდობას და მით უფრო, მათზე მბრძანებლობის შანსს, ამიტომაც დროთა განმავლობაში ცვლიდნენ ბრძოლის მეთოდებს და დღეს უკვე ყველაზე საუკეთესო გზა აქვთ ნაპოვნი. ტრადიციულ რელიგიებს ათასგვარი სექტებითა თუ განსხვავებული ე.წ. ‘ფილოსოფიური“ მიმდინარეობებით ებრძვიან.
დღეისათვის  - ფართო გავრცელება მოუტანეს ინდო-ჩინურ რელიგიას, ლამის აყვავების თუ ოქროს ხანა უდგას ბუდიზმს თუ ინდუიზმს, დაოსიზმს თუ კრიშნაიზმს, ოშოს კულტი თუ ფროიდიზმი ნორმალურ და ლამის ყველაზე მისაღებ ფორმად მიიჩნევა, ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა - მედიტაციამ და იოგამ შეცვალა, ისლამი და კათოლიციზმი მძლავრობს და ახლა ერთადერთი მართლმადიდებლობა დარჩათ მართალია ჯერ კიდევ (მეტნაკლებად) ხელშეუხებელი, თუმცა კი  „რადიკალურად შესაცვლელი“ და ამისათვის არც აყოვნებენ. ფართო მასშტაბიანი ბრძოლაა გამართული შიგ ეკლესიაში.
       
    აქვე არ შემიძლია არ შევეხო ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ „იეღოვას მოწმეთა“ სექტას თუ ორგანიზაციას, რომელთა სწავლება პირდაპირ მიუთითებს მასონიზმზე და ქადაგებს მასონობას. ისინი „ახალ ერას“, იგივე „ახალ სისტემას“ მოელიან დედამიწაზე, სადაც არ იქნება არავითარი „ეროვნული განსხვავება ადამიანებს შორის“, ყველანი იქნებიან „ერთნი“ და „გადარჩებიან“  მხოლოდ  „ისინი“.
    სხვათაშორის, ღმერთის ეს ერთ-ერთი სახელი „იეღოვა“, ანუ „იაჰვე“, მასონთა ერთ-ერთ სიმბოლოდაც არის მიჩნეული და მას თავისი ისტორიაც აქვს. სახელი „იეღოვა“  ებრაულად ნიშნავს ‘მყოფს“. ანუ იმას, ვისაც თავის თავში აქვს მყოფობა. ე.ი. მუდმივად არსებობა და ქართულად ასე ითარგმნება: „მე ვარ, რომელიც ვარ“ ანდა „მე ვარ მყოფი’, როგორც ვხედავთ, თავისი მნიშვნელობით იგი სრულიად გამოხატავს მასონთა ამბიციებს, რომ ღმერთივით იყვნენ ყველგან და მყოფობდნენ ყველაფერში, თუ ყველაფერზე. ამიტომაც არის ალბათ რომ ღმერთის ეს ერთ-ერთი სახელი (და არა ერთადერთი, როგორც ამას იეღოველები ამტკიცებენ თავიანთ უცნაური წარმომავლობის ბიბლიაში, სადაც უფლის ყველა სახელი მხოლოდ იეღოვათია გადმოცემული), გამოიყენეს სათავისოდ.
    ეს სახელი კი - ჲჰვჰ, როგორც ბიბლიიდან ჩანს, პირველად სწორედ მოსეს ეუწყა სინას მთაზე. შემდგომი დროის ებრაელები კი  დიდად ერიდებოდნენ და ეკრძალებოდნენ კიდეც ამ სახელის წარმოთქმას, ერთადერთი, მღვდელმთავარი წარმოთქვამდა მას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იერუსალიმის ტაძრის წმინდათა წმიდაში შედიოდა. 
  საინტერესოა თვით იერუსალიმის ტაძრის ისტორიაც, იმდენად რამდენადაც ამ ტაძარს უკავშირდება სწორედ  იუდაიზმის და შემდგომ, მასონიზმის განვითარებაც. პირველი ტაძრის აღმშენებელმა, მეფე სოლომონმა თავის ხუროთმოძღვარს დაავალა რომ შემოეღო  საიდუმლო ნიშნები და სიტყვები, რათა საიდუმლო წევრებს ამით ეცნოთ ერთმანეთი. რაში დასჭირდა ამ ყველაფრის გამოგონება მეფეს ამაზე მრავალი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუმცა ერთი რამ კი  უეჭველია. უფლის რჩეული ერი ალბათ უდიდეს საკაცობრიო საიდუმლოებებსაც ფლობდა,  რომელთა გამჟღავნება, ეტყობა მაშინდელი ადამიანების გონებასა და ზოგადად აზროვნებას აღემატებოდა.  (დღეს ზოგადად ეზოტერიზმიც ხომ სოლომონისეულ სიბრძნეს ნიშნავს, ) მით უფრო რომ ეს ადგილი სადაც ტაძარი შენდებოდა, მოიაზრებოდა სწორედ იმ ადგილად, სადაც ბიბლიურმა აბრაჰამმა აიყვანა თავისი ძე ისააკი ღვთისადმი შესაწირად,  ამდენად დიდი მისტერიული ცოდნა და რწმენა იყო ამ ტაძრის აშენებით გაცხადებული და თან გასაიდუმლოებული. შემდგომ ამისა ეს ტაძარი ბაბილონელებმა დაანგრიეს, თუმცა კი მერე კვლავ აღადგინეს იგი მთელი თავისი ბრწყინვალებით, მაგრამ მაინც არ ეწერა არსებობა ამ ტაძარს. ქრისტეს შობიდან 70 წელს რომაელებმა აჯანყებულ ებრაელთა დასჯის მიზნით კვლავ დაანგრიეს ეს ტაძარი და ახლა უკვე სამუდამოდ, (ამ მეორედ დანგრეული ტაძრის ნაწილად ითვლება  „გოდების კედელი’, რომელსაც თავისი სარწმუნოების ძირითად სალოცავად თვლიან დღეს იუდეველები),  ამ ტაძრის დანგრევასთან ერთად  წყდება თვით ებრაელთა ღვთისმსახურება, ზოგადად მღვდელთმთავრობაც  და შესაბამისად, ამ სახელის წარმოთქმაც კი. 

          სანამ უფრო განვავრცობდე ჩემს აზრს თანამედროვე იეღოვას მოწმეთა შესახებ, არ შემიძლია გვერდი ავუარო და არ შევეხო სიონიზმის თემას. იმდენად რამდენადაც, ყველა მიმდინარეობა თუ ყველა რელიგია ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ერთი მეორის გარეშე არ მოიაზრებიან.
რამდენადაც ცნობილია,  სიონიზმი თავიდან შეიქმნა როგორც ებრაელთა ეროვნული მოძრაობა, რომელიც არარელიგიური მოძრაობის სახელით იყო ცნობილი, თუმცა დღემდე მხოლოდ რელიგიური დატვირთვის მატარებელია. სიონიზმის შექმნასთან და ჩამოყალიბებასთან ერთად აუცილებელი გახდა და საჭირო არამარტო „ძველი ახალი მიწის“ აღდგენა, არამედ იმ ძველი „კულტურისა და ტრადიციის“ აღდგენაც, რაც ამ ერს გააჩნდა ათასწლეულების წინ.
          უფლისგან თავის დროზე გამორჩეული ეს ერი ღვთის გმობის და ღვთის უარყოფის გამო იმდენად იყვნენ მიმოფანტულები  მთელ სამყაროში, რომ საკუთარი სამშობლოც კი არ გააჩნდათ. მე-19 ს.ის ვროპაში, როცა იმძლავრა ნაციონალიზმმა და „ერების გამოღვიძებამ“ ,  (ესეც შემთხვევითი ნამდვილად არ იყო),  რაც გამოიხატა პოლონეთის აჯანყებებში, იტალიისა და გერმანიის გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნაში, ირლანდიის ავტონომიისათვის ბრძოლაში და ა.შ. ამ და სხვა პროცესებმა გავლენა მოახდინეს სხვადასხვა ერების ცხოვრებაში და განსაკუთრებით კი ებრაელების აზროვნებაში. მათ აღმოაჩინეს რომ მათ გარდა ყველა ერს განსაზღვრულ ტერიტორიებზე გააჩნდათ საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს შექმნის პრეტენზია.
      მე-19 ს-ის ბოლოს ევროპაში გაძლიერებულმა ანტისემიტიზმმა ებრაელებს გაუღვივა სურვილი და ინტერესი, რომ მათაც რომელიღაც ქვეყნის ტერიტორიაზე გამოეთქვათ საკუთარი ქვეყნის შექმნის პრეტენზია, ცნობილია რომ ასეთ ტერიტორიებად ხან უგანდას მოიაზრებდნენ და ხან იემენს, მაგრამ სიონისტთა უმრავლესობა შორეული წინაპრების მიწას - პალესტინას ემხრობოდა, რომელიც მათთვის იყო სიონი.( აქედან მომდინარეობს ამ მოძრაობის სახელწოდებაც. ხოლო სიტყვა „სიონი“ და „იერუსალიმი“ კი ებრაელთათვის სინონიმებია და გადატანით აღნიშნავს არა მარტო ქალაქს, არამედ ისრაელის მთელ მიწას).  სიონისტებს თორას თანახმად მათი ამ იდეის მთავარ არგუმენტად მოჰყავდათ ის რომ  თურმე ებრაელთა ღმერთმა იახვემ (იეღოვამ) თავის რჩეულ ხალხს აღუთქვა ქანაანი, ანუ ტერიტორიულად დღევანდელი პალესტინა და მათ მართლაც დიდი პოლიტიკური თამაშებით მიაღწიეს იმას რომ დაიკავეს და დაიპყრეს პალესტინა. მოგვეხსენება რომ დღემდე მიმდინარეობს ამ ტერიტორიებისათვის ბრძოლა, პალესტინელები და არაბული ქვეყნები არ თმობენ, ვერ ურიგდებიან მათ მიწაზე თუ მათ მეზობლად ებრაული სახელმწიფოს შექმნას, რადგან დიდია ებრაელთა პრეტენზიები. ისინი ცდილობენ არათუ დაიბრუნონ „ძველი ახალი მიწები“, არამედ სურთ რომ იერუსალიმის ტაძრის ადგილას ამჯამად მდგარი მეჩეთიც კი დაანგრიონ, რათა კვლავ ააშენონ ის დიდებული ტაძარი და აღადგინონ მათი უძველესი ებრაულური ღვთისმსახურება და ზოგადად მღვდელმთავრის ინსტიტუტი და იმეფონ მთელ ქვეყნიერებაზე. ეს კი უკვე პირდაპირი ბრძოლაა ისლამის წინააღმდეგაც.
        ახლა კი მივუბრუნდეთ ისევ იეღოვას მოწმეთა სექტას, თუ ოდნავ მაინც ხართ ჩახედული  მათ სწავლებაში, ძალიან ბევრ საერთოს იპოვით მათსა და ზოგადად ებრაელ-სიონისტთა იდეებში.  მათი იდეოლოგია ერთმანეთის იდენტურია. მხოლოდ მოძრაობის ფორმებია სხვადასხვა. თვით ღმერთის ერთ-ერთი სახელიც კი ერთნაირად აქვთ შერჩეული. არადა ჩარლზ რასელი, ამ სექტის დამაარსებელი, სულაც არ იყო ებრაელი, თუმცა როგორც ჩანს, მაინცდამაინც ებრაელობა არაა საჭირო იმისთვის რომ გახდე  მასონი და  ებრაელთა იდეების გამტარებელი. რასელი კი- ნამდვილად იყო მასონი და ამისი დამამტკიცებელი ოფიციალური საბუთებიც არსებობს ამერიკაში. კაცს არანაირი განათლება  არ გააჩნდა, მაგრამ მაინც შეძლო და მიაღწია იმას, რომ შექმნა ისეთი უდიდესი სექტა, რომელთა რაოდენობა დღეს უკვე მილიონებს ითვლის და ეს სულაც არ არის შემთხვევითი ფაქტი.
        ამდენად, ჩემი აზრით და ჩემი ღრმა რწმენით, მათ -  საჭიროდ ცნეს იეღოვას სახელის მქადაგებელთა თუ მღაღადებელთა ადამიანების შექმნა, რათა უცხო არ ყოფილიყო  მერე კაცობრიობისთვის სოლომონის ტაძრის აშენებისა და ებრაულური მღვდელმსახურების აღდგენისას, (რისკენაც ასე თავგამოდებით ისწრაფვიან), - უფლის ეს სახელი- იეღოვა!!!

ცალკე აღნიშვნის ღირსია  ეკუმენისტური მოძრაობაც, რომელიც  მსოფლიო რელიგიათა დაახლოებას, სხვადასხვა კონფესიური მრწამსების მიღებას, შერიგებას და ჰარმონიულ დაახლოებას ისახავს მიზნად.  ამ მოძრაობის წინამორბედია შუა საუკუნეებში აღმოცენებული    ტამპლიერული  და როზენკროიცერული მოძრაობა.  ტამპლიერების ოცნება იყო ისეთი ერთობის შექმნა, სადაც არ იქნებოდა რელიგიურ ნიადაგზე განსხვავება და დაპირისპირება. მათთვის ყველა რელიგია ერთნაირად მისაღები და პატივსაცემი იყო.  გავიხსენოთ ჯვაროსანი ტამპლიერების, ანუ ტაძრელთა მოღვაწეობა პალესტინაში, როდესაც ისლამურ სიმბოლოებს ქრისტიანულს უხამებდნენ. ისლამს არ აღიქვამდნენ სიბნელედ,  არამედ სიბრძნეს ეძებდნენ  მასში. სწორედ ტამპლიერთა დიდი დამსახურებაა დასავლეთში აღმოსავლური სიბრძნის შემოტანა. ტამპლიერები და სხვა ეზოტერული მიმდინარეობანი აღიარებდნენ სამყაროში მხოლოდ ერთადერთი რელიგიის არსებობას, რომელიც შემდგომში ადამიანების მიერ იქნა გახლეჩილი  სხვადასხვა მიმდინარეობებად, ამიტომაც ისინი ცდილობდნენ იმ პირველ საწყის რელიგიასთან ზიარებას და დაბრუნებას. საინტერესოა რომ ისეთ ღრმა ქრისტიანულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს მიმდინარეობა უცხო არ ყოფილა, ალბათ იმიტომ რომ  კონფესიური შეზღუდულობა და ფანატიზმი ქართველებს არასდროს გვახასიათებდა. ქართველები  ყოველთვის მზად იყვნენ რაღაც ახალი მიეღოთ, აღმოეჩინათ, შეესწავლათ,  თუმცა საკუთარს არასდროს უარყოფდნენ.  მათ სწამდათ ქრისტიანობა, მაგრამ პატივს სცემდნენ სხვათა რელიგიებს, ანუ იყვნენ შემწყნარებლებიც. ქრისტიანობა საქართველოში დოგმა არასოდეს ყოფილა, ამიტომაც იყო რომ ტამპლიერთა იდეაც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მისაღები ფორმა თუ იდეა აღმოჩნდა მათთვის და ამიტომაც იყო რომ ისეთი უდიდესი ქრისტიანი მეფე და წმინდანი, როგორიც დავით აღმაშენებელი იყო, მეგობრობდა იმდროინდელ ორდენის წევრებთან.  იმასაც ვარაუდობენ,  დიდგორის ომში მონაწილე რაინდთაგან უმრავლესნი ტამპლიერები იყვნენო. საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართველი ბერები ტამპლიერ რაინდ-ბერებთან ყოფილან დაახლოებულნი და მათი მოსახსენებლებიც კი არის ნაპოვნი.
აღსანიშნავი ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ტამპლიერებიც, როცა შევიდნენ იერუსალიმში, დაემკვიდრნენ სწორედ იმ ადგილას სადაც სოლომონის ტაძარი მდგარა და სახელიც შესაბამისი -  სოლომონის ტაძრის ქრისტესმიერი რაინდნი დაირქვეს. მათი იმ ადგილას დამკვიდრება თითქოს ერთგვარი სიმბოლო იყო მაშინ ქრისტიანობისა და სოლომონისეული სიბრძნის სინთეზისა. 
  ტამპლიერთა  მემკვიდრეა როზენკროიცერთა ორდენიც, რომელიც ასევე რელიგიათა სინთეზირებას ისახავდა მიზნად, მათი გავრცელებული სიმბოლო იყო ვარდებიანი ჯვარი. ვარდი როგორც ისლამის სიმბოლო და ჯვარი- როგორც ქრისტიანობისა. დღეს ეს ორდენიც სხვა სიტყვით რომ ვთქვათ და ჩვენს ენაზე, მასონურ ორდენად მოიაზრება. ამდენად, ამით იმისი თქმა მინდა რომ ე.წ. „მასონობა“ არასოდეს  ყოფილა უცხო ქართველთათვის და მეორეც, მასონურ ორდენთა იდეებიც კი იცვლებოდა დროთა განმავლობაში. დღეს არაფერი დარჩა ალბათ იმ პირველყოფილ ტამპლიერთა სწავლებებიდან. გარკვეულწილად იცვლებოდა  მათი მიმართულებებიც. 
ხოლო დღეს არსებული ეკუმენისტური მოძრაობა - ერთიან, საწყის, თავდაპირველ რელიგიასთან ზიარება კი არა, ერთიანი, ჩამოყალიბებული  სისტემაა,  რომელიც თითქოს ყველა რელიგიის სიყვარულით არის განსჭვალული, სინამდვილეში კი ყველა რელიგიისგან შორს დგას,  (ესეც ცალკე და  ვრცლად განსახილველი თემაა)...
   
        მოკლედ, დაუსრულებლად შეიძლება ილაპარაკო ამ ადამიანთა, თუ მოძრაობათა, თუ ორგანიზაციათა გარშემო. ილაპარაკო ყველაფერი -  რაც გინდა, რაც იყო, რაც მოხდა, რაც გაუკეთებიათ და რაც შეიძლება გააკეთონ. მაგრამ მაინც ცალსახა გამოგვივა ყოველთვის ამ თემაზე საუბარი, რადგან ადამიანთა მოდგმა, ჯერ ერთი რომ მოკლებულია  მადლს, რასაც სამყაროს ბოლომდე სიღრმისეული წვდომა ჰქვია და მეორეც, ბოროტებასაც, ისევე როგორც სიკეთეს და სიყვარულს,  არა აქვს საზღვარი. ამდენად...
სხვა დროს ისევ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს.  ახლა კი მხოლოდ ერთს ვიტყვი: ღმერთი ფარავდეს სრულიად კაცობრიობას!!!
         
   
     



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები