ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2010


ავიღე ფუნჯი

ავიღე ფუნჯი, მე დავხატავ გრძნობის სტრიქონებს,
ეს ჩემი ფიქრი, მუზას ეძებს და რიტმს მიგონებს,
მე მთვარეული ლურჯ თვალებზე ისევ ვიბოდებ,
გზა არეული არის მიშო ჩემზე ილოიცეთ,

მოდის აზრები მეტადონით გაბრუებული,
მეტეხის ხიდზე ვდგავარ ქარში ისევ ეული,
ამ ბინძურ სხეულს მტკვარს გავატან გადარეული
როგორც დღეს მტკვარი, ჩემი ცხოვრებაც დგას ამღვრეული,

მაგრამ მე სული
ჩემი სული
არ მემეტება
სული რომელშიც,
ზღვა სიყვარულზე
ცოტა მეტი
დღესაც ეტევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები