არ ვარ შექმნილი ღიმილისთვის (ჩემი ან შენი) გამოგონილი სახე დამაქვს მე, დაღლილ ევას. ვერ გადავლახე უხილავი ხიდი ღმერთამდე, აღარც ვცდილობ, ალბათ ვიცი, მეპატიება. შენ ვერა მხედავ, მე უფრო-ვერ! და ასე ხშირად წყნარად ხრი თვალებს და მანდომებ ზიზღით აგავსო, არა სხვა რამის, მხოლოდ ჩემი და კიდევ.. სხვათა გამერიდები, ლოცულობ და კვლავაც მე მანდობ დავანგრიო ყველა ამინდი, ყელი გამოვჭრა უმზეობას, ან წვიმას, ანდა.. თოვლი ჯერ არა. შენ-შენი გზით, მე-ჩემით ვითომ ? ... უბრალოდ შენში ჩემს ბავშვობას და უფალს ვხოცავ.
(ლაშას და მე, სხვას არავის.. )
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|