ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


ფ ე რ ე ი დ ა ნ ი...

                  "ჩემი ნენეი ჩადრში მალავს თვალებს..."
                                                როინ აბუსელიძე

ფერეიდანი!... ფერეიდანი,
დიდი ირანის მცირე უბანი,

დასახლებული ქართველ-გურჯებით,
გულით – მებრძოლით, სულით – ურჩებით...

ქართულ ადათებს უფრთხილდებიან,
სტუმარს ყოველთვის გულით ხვდებიან...

სუფრას უმშვენებთ შარბათით სურა,
კაცებს ნამუსის ქუდები ჰხურავთ.

ქალები თვალებს ჩადრქვეშ მალავენ,
მზერას ქურდულად მოიპარავენ,

შემდეგ ამ მზერით დიდხანს თბებიან
და კვლავაც იმ დღეს ელოდებიან,

რომ გაიშლიან წელზე დალალებს,
არ დამალავენ ჩადრის ქვეშ თვალებს,

ტკბილი ქართულით შვილს უმღერებენ,
წარსულ "გურჯობას" გაიხსენებენ...

მოუყვებიან შვილებს ზღაპრებად
მათ ოთხასწლიან გადასახლებას...

"სამშობლოს, ქვეყნად, აბა, რა სჯობსო? -
ჩვენს დაბრუნებას გაუმარჯოსო!..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები