ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2010


ნერვიული ლექსი (თათას)

ამინდს მიეძალა წვიმის კარამბოლი,
თუმცა არასოდეს უკვე გაწვიმდება,
სხეულს საკუთარი სული გავაყოლე,
(სულს, ხომ არასოდეს შვენის გაწითლება).

ვაი, უსახური დამყვა ბედისწერა,
მუხლით გადავტეხე პეპლის საჭერები,
ჩემი სიყვარული ვისაც ეღირსება,
მართლა მეცოდება, მართლა... დაჯერება

ვიცი ძნელი არის, როგორც დღენაკლულის
დედის მკრეხელური ფიქრით გარინდება,
გულში ბოროტება არ მაქვს შენახული,
თუმცა დავდივარ და თვალებს მარიდებენ.

ჩემი სიყვარულის ლექსი შეგინახე,
წიგნებს მივეძალე წლებით დამტვერილებს,
თითებს დააკვირდი რაც მაქვს ნეკის აქეთ,
ერთი-მეორისთვის ნერვით დამტვრეულა.

სხეულს საკუთარი სული გავაყოლე,
ლოცვას დავაკელი ბევრჯერ ათი მცნება,
ამინდს მიეძალა წვიმის კარამბოლი,
თუმცა არასოდეს აღარ გაწვიმდება.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები