ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭორფლიანი გოგოო
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

მოგკალი..

  ჩურჩულად ადევნებული დიალოგიი შეზნექილ წელს უკან.

-მოგწონს ორსული ქალები?
-რავიცი, ისე რა
-აი, მე ვერ ვიტან..

  მუხლამდე ჩექმა და მუცლის გამო შედარებით ზემოთ ამხტარი კაბა, შედარებითია ყველაფერი. მაინც თამამი ნაბიჯი,უკვე თბილი ხელის მიყოლების გარეშე, მზერაც თამამი, გულისამრევადაც კი.
    ოთახის კარის მძლავრი მოჯახუნება და სურათის მკვეთრი ცვლილება, ეს იის სუნია, თვალებს ხუჭავს და მასში ეფლობა, ეს სუნი არ აღიზიანებს.
    არა, იები აქ არსადაა. უბრალოდ მათი სურნელი ფარავს ყველა სხვა ყოველდღიურს,          ზემოთ აწეულ თმებს ერთი მოძრაობით იშლის მხრებზე და ფეხმორთხმით ჯდება, ჯერ-ჯერობით შეუძლია.
  დამახინჯებული და უზომოდ დასიებული თითების თვალიერებით დატკბა და გაიღიმა.    ზურგიდან ვარდისფერი ფრთები მოიხსნა და გვერდზე დააწყო, სულ თან ჰქონდა ამ ბოლო დროს, ამდენი ხნის ნანატრი და უეცრად ნაჩუქარი.
    დიახ, ისინი აღარ სჭირდებოდა.ადამიანობას და ანგელოზობას მით უფრო აღარ აპირებდა, დახია, ნაკუწებად აქცია და რომ არასდროს (პირობითობა) გაერთიანებულიყო, მის უკან მდგარ მწანე ნაგვის ყუთში ჩაყარა.. 
      და ინანა!
  -გაქცევა გამოსავალია?-უკვე მერამდენედ საკუთარ თავს.

  დახუჭა თვალები და:
,,მჭირდები, უკეთეს შემთხვევაშიც (შენ იცი) და ახლაც, უარესში, როცა არაფერი გაგაჩნია ჩემს მიმართ"
  ალბათ ამას ეტყოდა ბავშვი, რომ ყოფილიყო.
  ჰმმ!! არა!!-და თავი გადააქნია.
 
  , ,იის სუნს ვგრძნობ, უნდა მოვკლა!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები