ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


ბუმერანგი

ცდილობ  ბუდეში, რომ მოიწყო შენი სამყარო
და ალბათ გინდა, ზოგჯერ მაინც გჯეროდეს, გწამდეს.
არ დაუჯერო. თუ გეტყვიან; მარტო არ ხარო,
გაიღიმე და შენებურად უბრალოდ წადი...

ბედნიერება, წვეთია და გემო აქვს წვიმის,
ანუ არაფრის, როცა წვიმა გუბედ არ რჩება.
მორგში, სხეულებს არ უფეთქავთ-გული აქვთ ცივი,
გული დაღალა ამაო და  ფუჭმა განცდებმა.

აქ, კი მკვდრებს გვანან ისინც კი ვინც ცოცხალია,
მორგებული აქვთ ყველა ბოთლზე როცა საცობი.
შენ. ერთი საბნით ვერ გაათბობ და რა ძალია,
სცადე ატკინო, თუნდაც ისე კაცად არ ცნობით.

სული თუ არ აქვს, იმან სულზე როგორ  იზრუნოს,
ან როგორ მიხვდეს რომ სხეული მიწას არგია…
კოცონზე დაწვეს, სიმართლისთვის ჯორდანო ბრუნო
და დაივიწყეს, რომ წარსული ბუმერანგია...

ბოროტის ნამრავლს, ბოროტებით უკან ვინ იღებს,
ვინც მოინელა  "იჟოგად" რაც ყელზე ადგია.
ჩამოიხსენით, მაგ სახიდან ყალბი ნიღბები,
ან დრო ჩამოგხსნით, დრო წარსულის ბუმერანგია.

შურია ის. რაც ჩაგქოლავს და დაგტოვებს მტრიანს,
აბა ვის უკვირს, გამორჩენას თუ ცდილობს ფლიდი...
ლექსი, ლექსია- გასროლილი სიტყვაა ტყვია,
დაახალე და სულ მარტივად გულამდე მიდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები