ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


ფერეიდნელი

წყლიან თვალებით შესცქეროდა
ფერეიდნელი "მთა მზიანი"-დან
ირანის ზეცას ...
რომ გადამფრენი ჩიტუნები
საქართველოდან
დაენახა და...
შეესუნთქა...
მათი ფრთების ქვეშ დაგროვილი
სამშობლოს სითბო...
მიწის სურნელი...

P.$.  ცნობილი საზოგადო მოღვაწე ლადი აღნიაშვილი ფერეიდნელთაგან სამ ელემენტს
გამოჰყოფს: ენას, ქართველობას და ზნეობას.
      მართლაც, ფერეიდნული ქართული უნიკალური მოვლენაა. ეს არის ოთხი
საუკუნის წინანდელი ქართული მეტყველება, რომელიც ჯიუტად განარძობს
არსებობას უცხო ენობრივ სივრცეში.
        ფერეიდანში თქვენ მოისმენთ თავანკარა ქართულს და მოგეცემათ საშუალება
იმოგზაუროთ მშობლიური ენის წარსულში. ქართული ყველა ფერეიდნელმა იცის,
რადგან ისინი ქართულად იდგამენ ენას.
        ფერეიდნელთა დახასიათებისას არ შეიძლება ერთ რამეს არ გაესვას ხაზი. რად
ღირს იმის აღნიშვნა, რომ მთელი ოთხი საუკუნის მანძილზე ფერეიდანში არ ახსოვთ,
ქართველს ქართველი მოეკლას. აი, როგორ უფრთხილდებოდნენ და
უფრთხილდებიან ერთმანეთს ფერეიდნელი ქართველები.
        მართალია, ფერეიდნელები ოთხი საუკუნეა ირანის მიწაზე ცხოვრობენ და
ირანელებად ითვლებიან, მაგრამ ისინი წამითაც არ ივიწყებენ იმას, რომ ქართველები
არიან, რომ მათი ისტორიული სამშობლო საქართველოა და დიდი და პატარა
ოცნებობს საქართველოში ჩამოსვლაზე, საქართველოს ნახვაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები