ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2008


სა-ქა-რთვე-ლო!

დღეს საქართველომ, ეს მერამდენედ ჩაიცვა შავი!
ქართველთ თვალთაგან (ეს მერამდენედ?!) ცრემლი იღვრება,
მაგრამ ბოლოა ეს ცრემლები, ბოლოა, გესმის?
ჩემო ბედშავო საქართველო, შენც იგრძნობ შვებას!

გახედე ამ ხალხს, ერთად შეკრულს, ერთ სუნთქვად შეკრულს!
ეს შენი შვილი შეგეხიდა მწედ და გამრიგედ...
და თუ დაგჭირდა, თავის სულს და თავის სიცოცხლეს,
არც დაფიქრდება, უყოყმანოდ შენთვის გაიღებს.

შენს მაჯისცემას ვეღარ დათვლის მარწუხა ხელი,
გამოეცლება ამ მარწუხებს სულ მალე ძალა
და ქართვლის დედაც, დღეს მოსილი შავი მანდილით,
სულ მალე იგრძნობს თავს ნამდვილად ბედნიერ ქალად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები