ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2010


მადლობა უფალს

              მადლობა უფალს
დილა გათენდა ტაძრის ეზოში
გუმბათს დაადგა ნათელი
ვავედროთ უფალს ჩვენი სამშობლო
ავუნთოთ წმინდა სანთელი.
ჩამოჰკრეს ზარი, წირვა დაიწყო
აჟღერდა ტკბილი გალობა
რწმენით აგვივსე გული და
უფალო მოგვეც წყალობა.
სიცოცხლე გვერგო შენგან საჩუქრად
ამისთვის გიძღვნით მადლობას. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები