ლურჯი ტრამალისა ........................................................... ცაა პოეტის ლურჯი ტრამალი ხვიარა შურის სადაც არ ხარობს… და ყივის შენი სული - მამალი - რომ გაუთენოს დილა სამყაროს… რომ მოახედოს ღვთისკენ მავანი... რომ ჯაჭვ-ბორკილი ეჭვის აჰყაროს… რომ ზეაწიოს მზემ ცის თავანი... რომ განგიმზადოს გზა - სასხვამხარო...
არც რამ ვინმესგან გაქვს დასამალი, ხორცს სული შენი გინდაც გაჰყარონ… დუმილიც გამცნობს ჟამის - წარმავლის, რაც მომავალმა უნდა გახაროს... და ვისაც ( დღემდის ) ცნობდი მფარველად, იგივ გეგულვის კვლავ სათაყვანოდ...
კვალში კი ვინც რად გიდგას არმალვით - გახსენებს გულის ჩხვლეტა მალ-მალი, ყარიბს - უაბჯროს და უფარხმალოს, არდასაყვედრი, არნაარმალი ( როგორც ფარფატი ალთან ფარვანას ) - წუთით რომ გერგო ეს საბაღნარო...
... ... ...
შენც ( - გაჩენიდან, როგორც ქვამარილს, რომ გლოკავს მიწა - ცოდვით საპყარი, უკურნებელი ტრფობით საპყარო !..) - თუმც დამძიმებულს ტვირთით ზღვა ვალის , წინ კვლავაც ძნელი გიძევს სავალი - შიშის ვერ გატყობ ჯერაც ნატამალს , გულო - ავისთვის ვერმოსახმარო !..
ვ ე რ ც ხ ლ ი ს ქ ა მ რ ი ს ა .....................................................................
შენ, ჩემო ძმაო , თუ მოკვდები, არვინ დაგმარხავს - თავის სამარხი ზედ გარტყია ვერცხლის ქამარი !.. ტიციან... - ერთი ლ ე ქ ს ი ს დ ღ ე ც ნ ა ღ დ ლ ე ქ ს ა დ ვ ე ხომ დავაღამეთ?!. ხვალაც ( უხუნარს ) - ხომ კვლავ ლ ე ქ ს ი ს ველით ა ლ ი ო ნ ს ?!. მაშ, ვიდრე ცხელ შუბლთ ცხელ ტყვიითვე დაგვიდაღავენ, ვინძლო, მანამდე, სადმე, ძმურად, თითოც დავლიოთ !..
დავლიოთ , ვიდრე კვლავ მარხულობს ჩვენი ამქარი , მუდამ ამაოდ მომლოდინე შემწე-მფარველის... ვიდრე კვლავ მოაქვთ ქვენა ქარებს ფიქრთა ნამქერი და გულსაც ვიდრე კვლავ ჯავრი ხრავს გაუქარველი ... არავინ გვივის ქვეყნად ვიდრე აქიმ-დასტაქრად და ხსნა-საშველსაც არცსაიდან ვიდრე არ ველით ...
ხომ ხედავ, ძმაო - არც-ვის ჩვენი უნდა ხელობა ... ( - ქესატ პოეტებს შენც - სვეწერავ - ვით აგვიხირდი ?!. ) - ან ნიჭს რას ვაქნევთ ( დასამიწებს ), ანდა ქველობას, ვერცერთი ვერცხლის ქამარსაც თუ ვეღარ გვიყიდის?!.
სვან მარეთაგან დალოცვილთათვის .......................................................................
,, ჩემო იმედო, სულით ნაღარო, სიტყვას წერტილი წამოვაშველოთ... მერე ლოდები გადავაგოროთ და ცა მიწიდან ამოვაშენოთ!..’’ მირან ფალიანი
იმ გზას მივყვებით ( ჭირთათმენით ) შუბლდანაღარნიც , ( სამიდღემჩიოდ ) რომ გვიკურთხეს მარე სვანებმა !.. ძმობის ძველ რჯულთან არის ვინც კი ღვთივ, წილნაყარი - მას ძმისთვის გული არ ენანება !..
მოეძევება მოძმედ აღარც ჯიგრით საპყარი ( ვინც სამზეოზე ბნელი გზებით დაიარება ), რადგან ღვთის რისხვა არ გაახარებს, ვინც გზას ნაკურთხს და უფლისმიერს თავი ანება...
ჩვენს ვიწრობს გავყვეთ ( ჩვენივ ცისკენ ) კვლავაც თაყვანით... მოთმინებითა ჩვენით ვჰპოვოთ მუნ დავანება... მწამს - გაბეზრებულთ გაბაზრებულ ქვეყნის ყაყანით , მშვიდი გვერგება აღსარება და ზიარება, რადგან რაც ლექსი ( დღემდეც ) ცეცხლად ცას შევაყარეთ - ბარეორს ვეღარც დაეზმანება!..
07. 05. 2008
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ცაა პოეტის ლურჯი ტრამალი ხვიარა შურის სადაც არ ხარობს… ბ. იმო მოგიკითხეთ>>>გამიხარდით....:-* ცაა პოეტის ლურჯი ტრამალი ხვიარა შურის სადაც არ ხარობს… ბ. იმო მოგიკითხეთ>>>გამიხარდით....:-*
9. იმო ძია,სადა ხარ ხართ?
მე მომენატრე. იმო ძია,სადა ხარ ხართ?
მე მომენატრე.
8. ოსტატის მშვენიერი ლექსები... ოსტატის მშვენიერი ლექსები...
7. რადგან რაც ლექსი ( დღემდეც ) ცეცხლად ცას შევაყარეთ - ბარეორს ვეღარც დაეზმანება!.. რა უნდა გითხრათ, ლექსის დიდოსტატო, კარგი თინიკოს კარგო მამიკო... რადგან რაც ლექსი ( დღემდეც ) ცეცხლად ცას შევაყარეთ - ბარეორს ვეღარც დაეზმანება!.. რა უნდა გითხრათ, ლექსის დიდოსტატო, კარგი თინიკოს კარგო მამიკო...
6. მშვიდობა თქვენს დაბრუნებას ამ ლამაზი ლექსებით!!! გამიხარდით! :) :-* 555! მშვიდობა თქვენს დაბრუნებას ამ ლამაზი ლექსებით!!! გამიხარდით! :) :-* 555!
5. მწამს - გაბეზრებულთ გაბაზრებულ ქვეყნის ყაყანით , მშვიდი გვერგება აღსარება და ზიარება, რადგან რაც ლექსი ( დღემდეც ) ცეცხლად ცას შევაყარეთ - ბარეორს ვეღარც დაეზმანება!.. რა გითხრათ, ბატონო იმო, მოხვედით და ნამდვილი პოეზიის ცეცხლი დაგვინთეთ... თქვენს ლექსებს ვერ მოვწყდი...
მწამს - გაბეზრებულთ გაბაზრებულ ქვეყნის ყაყანით , მშვიდი გვერგება აღსარება და ზიარება, რადგან რაც ლექსი ( დღემდეც ) ცეცხლად ცას შევაყარეთ - ბარეორს ვეღარც დაეზმანება!.. რა გითხრათ, ბატონო იმო, მოხვედით და ნამდვილი პოეზიის ცეცხლი დაგვინთეთ... თქვენს ლექსებს ვერ მოვწყდი...
4. მშვენიერი ლექსებია როგორც ყოველთვის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მშვენიერი ლექსებია როგორც ყოველთვის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
3. გულო - ავისთვის ვერმოსახმარო !..
თქვენი გულია მართლა ასეთი, იმო ძია!.. და ეს მიძღვნაც - გულიდან მომავალი პოეზია, გულებისკენ მიმავალი...
გულო - ავისთვის ვერმოსახმარო !..
თქვენი გულია მართლა ასეთი, იმო ძია!.. და ეს მიძღვნაც - გულიდან მომავალი პოეზია, გულებისკენ მიმავალი...
2. მეორედ მოვაკითხე გვერდს. ავტორს კეთილი სურვილები, ლექსებს-5 მეორედ მოვაკითხე გვერდს. ავტორს კეთილი სურვილები, ლექსებს-5
1. ბარეორს ვეღარც დაეზმანება!.. -მართლა ასეთი პოეზიაა,გაიხარეთ! ბარეორს ვეღარც დაეზმანება!.. -მართლა ასეთი პოეზიაა,გაიხარეთ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|