ნაწარმოებები



ავტორი: დალოოდი
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2008


გზაგასაყარი

  მგონი იმ გზაგასაყართან მივედი, სადაც უნდა გაჩერდე და დაფიქრდე.
    ეს გზა სულაც არ გავს იმ ზღაპრებში დახლართულ გზას, ძილის წინ რომ დედა მიყვებოდა და ყოველთვის ლამაზად იფარებოდა დაბრკოლებებით სავსე მანძილი...
    ქარმა შემორჩენილი გამბედაობაც წამართვა.
    და მეშინია, ასეთმა დაბნეულობამ არ გამოიწვიოს ის ზებუნებრივი ხმა და სურნელი, რომელსაც ასე კარგად ვიცნობ და რომელიც ალბათ ჩემს დამშვიდებას შეეცდებოდა. მაგრამ ახლა არ იცის, რომ მისი გამოჩენა უსაზღვრო შიშით ამავსებდა და უფრო მეტად მომშლიდა.
    დგება დრო, როცა ნებისმიერი დიდსულოვნება უაზროა. როცა სურვილის შესრულებაზე დიდხანს უარს გვეუბნებიან და მერე ოდესმე გვისრულებენ, მათ უკვე აღარაფრის ფასი აღარ აქვთ...
    ახლა უარმრავ რამეს ერთად განვიცდი და ანალიზს ვერცერთ გრძნობას ვერ ვუკეთებ.
    მხნეობა არ მყოფნის, ბედნიერება ასე ძვირად ვიყიდო. როგორც კი ამას დავაპირებ, ჩემში ვიღაც ცოცხლდება და ჩემდა დაუკითხავად იწყებს მოქმედებას. მაშინ ყველა ჩემივე აზრი ისე შორიდან აღწევს ჩემამდე, რომ ვერ ვერკვევი რა ხდება, სანამდე მოვედი, აწი რა იქნება ან ახლა რა არის...
    გრძნობას არ უნდა დანებდე თურმე და ზღვარი გაავლო ამ გრძნობასა და იმ ძალას შორის, რაც შეგწევს... ახლა მგონია, ამ გრძნობაზე წერა ჩემი დაავადებაა და გარეგნულად დამემჩნა უკვე.



    p.s.    განა შეიძლება ცეცხლს უთხრა ნუ იწვიო? _ შენ ასეთი ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები