ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2010


ზღვარზე

ასფალტს სურნელი ასდის სიცივის, შემოდგომის ნარჩენ ფოთლებს ტკივილი შეერია.
ვდუმვარ და ვხმაურობ, ვწევარ და გავრბივარ,
ოთხ კედელს შუაში სული მაქვს გაჩრილი,
სურვილი გასვლისაც რატომღაც აღარ მაქვს.
მინდება გაქცევა ჩემივე თავიდან,
და მერე თავიდან ვბრუნდები ჩემშივე.
ნერვები მეხვევა ყელზე და ვერ ვსუნთქავ,
კარებთან ატუზულ სულებთან ვსაუბრობ,
დღეს არა, დღეს არა,
ხვალ ალბათ მოვკვდები.
გავრბივარ ჩემიდან და
მერე ვბრუნდები, მერე კი
ყოველთვის თავიდან გავრბივარ. ვსაუბრობ სიჩუმით, სიჩუმით ვსაუბრობ,
სულებთან რომლებიც სიგიჟეს დაჰყვება.
მივდივარ, ვჩერდები,
ნერვები წყდებიან, ხან ერთი, ხან ორი,
ზოგჯერ კი სულ ყველა.
მოვკვდები-დღეს არა,
ან კიდევ რათ მინდა,
სიკვდილი მარტივი რგოლების ჯაჭვია, ხელს მაგრა მოუჭერ
მაშინვე გაწყდება,
სიცოცხლე, რომელიც ასეთი ძნელია,
გაწყვეტა გინდება არადა ვერ წყვიტავ.
დღეს სიტყვებს საიდან არ ვიცი მოვიტან,
მერე კი მოვკვდები
სულაც და მარტივად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები