ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2010


გზააბნეული ქუჩები

გკითხე:_რამდენის ხარ?
მიპასუხე:-ოცდა...
ისევ გამთენისას
მომიწია მოცდა
შენთვის,ანდა შენით,
დუმს წამწამთა ჩერო
და ლექსების ენით
უნდა მოგეფერო.
უნდა დაგიკოცნო
კერტები და ტუჩი,
ჩემი ლექსის სუნთქვა
სულში ჩაგეღვენთოს,
ახლა გზააბნეულს
მივუყვები ქუჩებს,
შენს თვალებში წუხელ
უძილობა ენთო..
შენს სხეულზე იქნებ
აყვავილდა ღამე,
ზეცა ხატავს შენზე
ინტიმ-ვარსკვლავ-ხალებს,
ჩემი ლექსი შენში
შემოჭრას რომ ლამობს,
აგილოკავს სხეულს,
დაგიკოცნის თვალებს...
და წამწამზე ისევ
ჩამოწვეთავს რითმა,
და ცრემლებიც თითქოს
ლექსის ფერი არის,
მე კი კიდევ ერთხელ
გამასინჯა ბედმა
შენი ტუჩის გემო,
შენი სუნთქვის ქარი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები