ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2010


~ ~ ~

მიყვარხარ ასეთი მშვიდი და უაზრო,
მიყვარხარ ასეთი-დაუვიწყებელი.

მოდიან ზაფხულის დღეები მალ-მალე
და მეც ეს განწყობა
რაღაც რე-ისტერიული.

მიყვარხარ ასეთი წასული ჩემგან და
მიყვარხარ ასეთი დაუბრუნებელი.

განცდები განცდებში აზელილ ცომივით
დროსა და სივრცეში გაფერმკრთალებული,
ლოდინი იწყება, დასასრულს არ ვიტყვი
ჩემი განწყობაა რე-ისტერიული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები