ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2010


წმინდა გიორგი

წმინდა გიორგი

მტკიცედ იცავდა ქრისტეს სჯულს
არ დაგმო წმინდა სამება
კერპს თავი არ დაუხარა
არად ჩააგდო წამება.
ბორბალს გააკრეს, დაანაწევრეს,
კირში ჩამარხეს, ლახვარი ჩასცეს
გმირულად შეხვდა ყველა განსაცდელს
ვეღარ გატეხეს, სულით ვერ დასცეს.
ეს სასწაული იყო, თუმცაღა
ხალხმა ასე არ განსაჯა
და ქრისტეს სიყვარულისთვის
იგი სიკვდილით დასაჯა.
ახლა ზეცაში ლოცულობს ჩვენთვის
გაჭირვებისას ჩვენ მას ვთხოვთ შველას
სნეულთა მკურნალი და მეფეთა წინამძღოლი
წმინდა გიორგი გვფარავდეს ყველას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები