ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2008


გაზაფხულის სინანული

წავშალე დავწერე და ისევ წავშალე... მერე ისევ დავწერე თუ დაგწერეთ. Bბანალურობა არაო? და ვის უყვარს რო ბანალურობა? Aარც არავის...
  გზას ლაბირინთებში მივიკვლევდით მე და ერთი. მერე ვიკარგებოდით და ისევ ბილიკს ვპოულობდით. ერთმანეთს თვალებში ვუმზერდით და გვინდოდა იმაზე მეტი ამოგვეკითხა ვიდრე ვიცოდით. თუმცა დიდი ხანია ვიცოდით ყველაფერი. მაინც ვუყურებდით.
იასამნის სურნელი ქართან ერთად ქროდა. არ გაიყოლოთ არ გინდათო, აქვე დატოვეთ და უბრალოდ წადითო. წასვლამდე კი დრო იყო, თანაც ბევრი დრო... ლაბირინთი დედამიწას ჰგავდა. აი, მასსავით უსასრულო და გამოუვალი. სადღაც სასიამოვნო...
ტივილი? შეიძლება... სამი წელი ლაბირინთში დაკარგული გრძნობა და იასამნის სურნელი. KIRIE ELEISON... ... შენ დაიფარე გაზაფხულის სინანული...
ვიღაც მიწას ჩიჩქნიდა ჩვენ კი მივდიოდით ლაბირინთის წარწერებში დაკარგულები.
-- რამხელა გამოდის?
-- რა ვიცი მიდი გამოაკელი
-- მოიცა ესე იგი ეს ქვეშ რომ მივუწეროთ რა გამოდის?
-- მობილურში კალკულატორი არ გაქვს?
-- მოიცა კაცო გამოვთვლი, აჰა 50-ში დაიბადა... და ეს შვილია?
-- არ გამოდის...
-- შენ რა იცი რამხელამ გააჩინა
-- 1996 დაიბადა …აჰა,ის პირიქით... ხო კაი გამოდის.

შევჩერდით გავიღიმეთ და ისევ გავეხლართეთ ... სამი წელი ასე უცბად ჩვენებურად “//უცბაშად// გაჰყვა იასამნებს... იმ იასამნებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს აყვავება და ასევე //უცბაშად// გაქრნენ.
შემდეგი გაჩერება წესით არ უნდა ყოფილიყო. დრო რომ დატრიალებულიყო, უკან გადასულიყო სულ რაღაც რამდენიმე წლით... მაშინ დღეს ...  KIRIE  KIRIE ...
ლექსებში საკუთარი სასახლე ზურგით ატარა , მერე დასაფლავებაზე წვიმად გარდაისახა. ეს მართლა მოხდა. და რატომ?
ნეტა ვინმეს ისრები სხვანაირად მაინც მოემართა  ELEISON... 

ორივე  წელი გაზაფხულს ზეიმობდა GLORIA !GLORIA! და მაინც იასამნებმა წაიყოლეს. გაზაფხულის სინანულიც სწორედ ეს იყო.

ლაბირინთში ისევ ორნი მივდიოდით იასამანს მტველი დაჰყროდა და განაცრისფერებულიყო. სადღაც ცარიელი, რკინის ტრაფარეტი მოჩანდა.  ნეტა უპ
ატრონოა?Aარც წელი და არც სახელი. მარტო ჟანგი დაპატრონებოდა.
გზა მიიკლაკნებოდა, უფრო და უფრო ვიწროვდებოდა,წარსულის სახეები ალაგ-ალაგ ისახებოდა და გავედით ... GLORIA !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს