ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2010


პატიება


      ,, ....სამოთხის ვაშლი-დედამიწა გიჭირავს ხელში!
რა პატარაა…
აპატიე,
იყავი ღმერთი!.... ‘’ 
                            ,,მედიტაცია’’- კესო.

აქ  მპატიობ.
და...... ღმერთად ქცევის უცნაური სურვილი ცამდე....
სიტყვის მირაჟი.....
მოლოდინის გამოღვიძება.
კი,... მაპატიე, ერთიც და... სამიც!
და რომ გამიძელ, გამიგონე, გამომიტირე,
უსასრულო ტკივილით დაღლილს,
იქ იყავ მაშინ, როცა ბოლო ძაფი მოთმენის
გამწყდარი ასე ...წაიკლაკნა ელვის ცეცხლებად 
და გადაბრუნდა
დედამიწის ძველი მოდელი.

არ გპატიობ!...
და.... კაცად ქცევის უცნაური სურვილი ზეცის....
სიტყვით ნაძერწი...
ახდენილი ძველი ზღაპრიდან....
არ გაპატიე! სამი კი კი არა... ის ერთი წამიც...
და ჯვარცმული სიტყვა ყოველი
განაწირი, შეუმოსელი,
თვალაუხელელ-სულუწირველი დამრჩა სამიწე.
ცას რომ დავწყვიტე... ამდენი ცრემლი,
წვიმის ზეიმი.....

პატიებას მაინც მოველი.
და....მაპატიე!
ძე კაცისა....
ხარ ჩემი ღმერთი!
                                                  2010 წელი, 26 ნოემბერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები