ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2010


ეძღვნება ჩემ დაღუპულ ძმაკაცებს (ლევან ხმალაძეს, მამუკა ლომიძეს(კიეს), ვახო სიგუას(დღლობოს)და დათო ოთხმეზურს (ურუსას) ლექს ქვია მეამაყება

დავჯექ დავწერო ამბავი ლექსად,
როგორ გაიყო ცხოვრება გზებად,
არ დავიღლები მე იმათ ქებად,
ვინც კი ვიგულე მე უწინ ძმებად

დრო გამოცდაა ყოველი გრძნობის,
გამოიწრთობა ფოლადი ნდობის,
სადღეგრძელოა ჩემ ლექსში ძმობის,
სიყვარულია მიზეზი თრობის,

ეჰ გვახარებდა ჩვენი ძმის კოცნა,
ეჰ გვაცოცხლებდა ჩვენი ძმის ლოცვა,
ეს ყველაფერი დამთავრდა როცა:
როცა მოგვინდა ჩვენ თავის ხოცვა,

ბნელმა მოიცვა სამწუხაროდ ჩვენი ნაწილი,
გულს კარგად ახსოვს ყოველი დღე თქვენთან განვლილი,
ბევრს ვერ გადმოგცემ ჩემო ლექსო, ჩემო არაკო,
მე რომ მათ ვძმობდი მხოლოდ ესაა აქ საამაყო.


(კარგად გემშვიდობებით ერთი წლით ყველას)
დიდი სიყვარულით მიშო მეშვილდიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები