ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ნოემბერი, 2010


სიყვარულს ვუძღვნი. (ლალის თქო ვერ გავბედავ. უბრალოდ წაიკითხოს.)

მე შენ მიყვარხარ!
ვამბობ და ვფიქრობ,
-სისულელეა!
სიყვარული არ იქნება ასე მარტივი,
მე და  შენს შორის რომ ჩაეტიოს.
ასე უნდა ვთქვა:
სამყარო მიყვარს!
სიცოცხლეს ვუქსოვ!
მზის გორგალი ოქროს ძაფია,
ღმერთიც იქვეა და მასწავლის,
თუ როგორ შევძლო
ამ დიდი შრომის დასრულება
ჩემი სიკვდილით!
მერე კი, იქით...
ოქროსპერანგა მსუბუქ სივრცეში
ამოვყო თავი,
სადაც ჰაერის ნაცვლად
სიყვარული დგას!...
იქ ვეღარ ვივლი,
ვერც ვისუნთქებ ჩვეულებრივად,
-ბუნებრივია,
უბრალოდ ვიფრენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები