| ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: იუმორისტული 4 დეკემბერი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მე ერთსა ვჩივი ჩემო ლიტ.ჯევ,ჩემო ურაკო! და რაც ლექსს ჰქვია,(ანუ ლექსის წერაც წესია) ის აღარ არის,ზოგი ისე სხარტად დურაკობს, რომ გაბახებულ სიტყვებს ვეღარ დაუკვნესიათ. ზუსტად ლექსისთვის და სიტყვისთვის როგორც მაგია, მე მირჩევნია ვიბრძოლო და (მოკვდა გოეთე) ზოგი შეშლილი შეშლილების ამხანაგია, მაგრამ მანახეთ რა პოეტი,ან რის პოეტი? სიტყვების რახუნს მირჩევნია ტაშტის რახუნი, დღეს პოეზიის კუბოს მისდევს ვიღაც ავარა, მუზა მზის გულზე გდებისაგან სულმთლად გახუნდა და ხალხმა დიდი პოეზია მივასამარეთ... იქ დაკრძალვაზე მრავლად იდგნენ ქვემძრომ ხვლიკები, მე გადმოვლაშქრე თქვენსკენ მთები(იყო აკურა) ვირი ავიდა ხეზე,მერე ჰყარა ტლინკები და თავფურცელზე ბანძი ლექსი გააპანღურა. თქვენს სამსჯავროზე გამოსულა ახლა კვაზი და გუშინ,გუშინწინ ქვას ესროდნენ თურმე ზოზიას, დღეს მე ყველასთან ორას ლექსზე დავდებ მაზიანს, რომ ზოზიაზე უფრო მეტად ვიცი ბოზია ვინც ქვა ესროლა,ან ვინც ხელში იგი აღმართა, თქვენ კი სულებში ჩაიხედეთ ვითომ მგოსნებო, ფსევდო აღმართებს მალე მოსდევს ისევ დაღმართი და ყველა დაღმართს ზე აღმართავს პატიოსნება. დაგლეჯილ ზეცას დაეღვარა წითლად მელანი, მზემ დედამიწას სულის ლოცვა შემოაწერა და ქვების რიგში ვინც კი დგახართ ალბათ ყველანი, ხანდახან შლით და შემდეგ ხურავთ თქვენს ბანძ ნაწერებს. ახლა დილაა,შუადღე და თუნდაც საღამო, ანდა ღამეა,ზეცა დალევს მთვარის აზარფეშს, მე ჩემი სატრფოს ძებნაში კვლავ ვათენ ვაღამებ, თქვენ ლექსიკონში სიტყვის ძებნით ათენ-აღამებთ, ხოდა იქმნება ლექსები და იქნებ წესია ეს დღევანდელი,რადგან ზოგი სხარტად დურაკობს, ეხ! გაბახებულ სიტყვებს ვეღარ დაუკვნესიათ, ჩემო ლიტ.ჯევ და ჩემო ყველავ,ჩემო ურაკო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. სასაცილო ნაკლებადაა,უფრო სატირულია ალბათ ;) ათიანში ურტყავს... სასაცილო ნაკლებადაა,უფრო სატირულია ალბათ ;) ათიანში ურტყავს...
14. ზუსტი ზუსტი!!! ძალიან მაგარია ზუსტი ზუსტი!!! ძალიან მაგარია
13. ჟანრი შეუცვალე და ...ზუსტია! ჟანრი შეუცვალე და ...ზუსტია!
12. ზოგი შეშლილი შეშლილების ამხანაგია, მაგრამ მანახეთ რა პოეტი,ან რის პოეტი?
სიტყვების რახუნს მირჩევნია ტაშტის რახუნი
გირჩევნიათ კი არა, ასეა ეს და ჭეშმარტიტებას ღაღადებთ :) :) :)
მუზების დე-გენერაცია გახსოვთ? :) :) :)
ზოგი შეშლილი შეშლილების ამხანაგია, მაგრამ მანახეთ რა პოეტი,ან რის პოეტი?
სიტყვების რახუნს მირჩევნია ტაშტის რახუნი
გირჩევნიათ კი არა, ასეა ეს და ჭეშმარტიტებას ღაღადებთ :) :) :)
მუზების დე-გენერაცია გახსოვთ? :) :) :)
11. შეიძლება მართალიც ხართ მაგრამ ამ ლექსის ჟანრი იუმორისტული ნამდვილად არაა.. :)
შეიძლება მართალიც ხართ მაგრამ ამ ლექსის ჟანრი იუმორისტული ნამდვილად არაა.. :)
10. ნამეტნავად სევდიანობ კვაზი ამ ბოლო დროს. არც მე მაკლია მაგ საქმიანობა, მარა, მე თუ ვუკაკუნებ ორმოცდაათს და ჩასაქნევად მაქვს წამოწეული მარჯვენი, შენ რატო კაცო ეგ. არაფერი ვიცი შენზე, მაგრამ ახალგაზრდა მგონიხარ ჯერ. ასეა ნეტავ? ამას იმიტომ ვნეტაობ, რომ ამ ნიკების და ვირტუალური ყოფის სანახებმა ისე დამაშინა იმ გარემოებით, თუ ვინ ვინაა და ვინ რომელია, სიტყვის ამოღება მეშინია, მის ხმალივით ქნევაზე უარს ვაცხადებ დღეიდან. რას ვუზამ გველეშაპს ხმლით, მოვჭრი ერთ თავს და იმ მოჭრილი თავის მაგიერ სამი ამოსდის. ქონდეს ისევ ერთი, ერთი არ ჯობია სამს? კი ვიცი მე სხვას საკუთარი გასაჭირი თავს რო არ უნდა მოახვიო, მაგრამ ისეც ხო არ იქნება, დაჯდე და შენს თავს ელაპარაკო დრენიადაგ, ჰოდა ვთქვი მეც რა შენ გვერდზე ორი სმეშნოი სიტყვა და ეგაა სულ. ისე ეგ ლექსი მომეწონა იმის გათვალისწინებით, რომ ტაშტის რახუნი გყვარებია ჩემსავით. რაც უფრო მეტად აკვირდები ადამიანს, მეტად აღმოაჩენ მსგავსებას შენ თავთანო, გამიგონია ადრე და არ ვაქცევდი ყურადღებას ამას. მართალი ყოფილა თურმე და თუ მართალია, მაშინ გამოდის, საერთოდ არ უნდა გაიხედო კაცმა ვიგინდარებისკენ, თორემ ერთ დღესაც სარკეში აღმოაჩენ მათ როჟას. კაი აპა, გეიხარე და ნაკლები ისევდიანე. ნამეტნავად სევდიანობ კვაზი ამ ბოლო დროს. არც მე მაკლია მაგ საქმიანობა, მარა, მე თუ ვუკაკუნებ ორმოცდაათს და ჩასაქნევად მაქვს წამოწეული მარჯვენი, შენ რატო კაცო ეგ. არაფერი ვიცი შენზე, მაგრამ ახალგაზრდა მგონიხარ ჯერ. ასეა ნეტავ? ამას იმიტომ ვნეტაობ, რომ ამ ნიკების და ვირტუალური ყოფის სანახებმა ისე დამაშინა იმ გარემოებით, თუ ვინ ვინაა და ვინ რომელია, სიტყვის ამოღება მეშინია, მის ხმალივით ქნევაზე უარს ვაცხადებ დღეიდან. რას ვუზამ გველეშაპს ხმლით, მოვჭრი ერთ თავს და იმ მოჭრილი თავის მაგიერ სამი ამოსდის. ქონდეს ისევ ერთი, ერთი არ ჯობია სამს? კი ვიცი მე სხვას საკუთარი გასაჭირი თავს რო არ უნდა მოახვიო, მაგრამ ისეც ხო არ იქნება, დაჯდე და შენს თავს ელაპარაკო დრენიადაგ, ჰოდა ვთქვი მეც რა შენ გვერდზე ორი სმეშნოი სიტყვა და ეგაა სულ. ისე ეგ ლექსი მომეწონა იმის გათვალისწინებით, რომ ტაშტის რახუნი გყვარებია ჩემსავით. რაც უფრო მეტად აკვირდები ადამიანს, მეტად აღმოაჩენ მსგავსებას შენ თავთანო, გამიგონია ადრე და არ ვაქცევდი ყურადღებას ამას. მართალი ყოფილა თურმე და თუ მართალია, მაშინ გამოდის, საერთოდ არ უნდა გაიხედო კაცმა ვიგინდარებისკენ, თორემ ერთ დღესაც სარკეში აღმოაჩენ მათ როჟას. კაი აპა, გეიხარე და ნაკლები ისევდიანე.
9. ეჰ, ჩემო კვაზიმოდო, ჩამოღრჩობა არ აგცდება. :) :) :) :) მაგრამ მთლად ყველას ნუ გადაუწურავ წყალს, აქ ნამდვილად არიან ნამდვილი პოეტები. სულ რამოდენიმე, მაგრამ არიან. :) :) :)
დიდი პატივისცემით: ტენდი :) ეჰ, ჩემო კვაზიმოდო, ჩამოღრჩობა არ აგცდება. :) :) :) :) მაგრამ მთლად ყველას ნუ გადაუწურავ წყალს, აქ ნამდვილად არიან ნამდვილი პოეტები. სულ რამოდენიმე, მაგრამ არიან. :) :) :)
დიდი პატივისცემით: ტენდი :)
8. სადაც უნდა გაგვეცინა,გამოგეყო ის სტრიფები რომ მიმხვდარიყო საზოგადოება ჟანრის არსს. სადაც უნდა გაგვეცინა,გამოგეყო ის სტრიფები რომ მიმხვდარიყო საზოგადოება ჟანრის არსს.
6. =)):D:D:D ჰა კვაზი ფორმაში ხარ თუ რა ხდება? ეხლა რამდენს მოხვდება გულზე ნახავ! შემოგიტევენ,შენც შეუტიე და უნდა გაუძლო როგორმე თორემ გადაგტეხავენ კუზში და ისაა ;) +777 შენ =)):D:D:D ჰა კვაზი ფორმაში ხარ თუ რა ხდება? ეხლა რამდენს მოხვდება გულზე ნახავ! შემოგიტევენ,შენც შეუტიე და უნდა გაუძლო როგორმე თორემ გადაგტეხავენ კუზში და ისაა ;) +777 შენ
5. მე ჩემი სატრფოს ძებნაში კვლავ ვათენ ვაღამებ, თქვენ ლექსიკონში სიტყვის ძებნით ათენ-აღამებთ, :D
მე ჩემი სატრფოს ძებნაში კვლავ ვათენ ვაღამებ, თქვენ ლექსიკონში სიტყვის ძებნით ათენ-აღამებთ, :D
4. კვაზი აღარ ხუმრობს :) კვაზი აღარ ხუმრობს :)
3. თუმცა იუმორისტული და ბოღმიანი განსხვავდება ცოტა :) ეს უფრო ცხელი გულით დაწერილს ჰგავდა და არა იუმორით :) თუმცა იუმორისტული და ბოღმიანი განსხვავდება ცოტა :) ეს უფრო ცხელი გულით დაწერილს ჰგავდა და არა იუმორით :)
2. და ხალხმა დიდი პოეზია მივასამარეთ...
მთლად მასეც არაა... ძალიან კარგი თაობა მოდის ქართულ პოეზიაში! ახალგაზრდები თავიანთ სიტყვას იტყვიან და სამუდამოდ შევლენ ქართულ პოეზიაში! როგორც გრანელის წმინდა სახელი, ისე დარჩებიან ისინიც!
:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) და ხალხმა დიდი პოეზია მივასამარეთ...
მთლად მასეც არაა... ძალიან კარგი თაობა მოდის ქართულ პოეზიაში! ახალგაზრდები თავიანთ სიტყვას იტყვიან და სამუდამოდ შევლენ ქართულ პოეზიაში! როგორც გრანელის წმინდა სახელი, ისე დარჩებიან ისინიც!
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
1. "პოეზია - ახლა უფრო... წაიღო... ღამდება და ღამით უფრო მოიტანს, გთხოვთ, რომ ისე არაფერი გაიგოთ..." ეს შინაარსს პასუხად, ნიკაზე კარგად ვერ ვიტყოდი :) და ლექსს რაც მომწონს :) "პოეზია - ახლა უფრო... წაიღო... ღამდება და ღამით უფრო მოიტანს, გთხოვთ, რომ ისე არაფერი გაიგოთ..." ეს შინაარსს პასუხად, ნიკაზე კარგად ვერ ვიტყოდი :) და ლექსს რაც მომწონს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|