ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: იუმორისტული
2 დეკემბერი, 2010


მონარქისტული მოთხრობა

ადვოკატი კახაბერ როდინაძე

                                       
                                        მონარქისტული მოთხრობა                   
               
        ქართულ ენაში სიტყვა ”ტანადი” ნიშნავს იმას, ვისაც დიდი ტანი აქვს. რას ნიშნავს სიტყვა ”თავადი”?

      ოდესღაც, დიდი ხნის უკან, იყო და არა იყო რა, იყო ერთი მარტოხელა დედა პატარა ბავშვით. რატომ მარტოხელა? ბავშვის მამა მფრინავი ხალიჩის პილოტი იყო  - ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ერთი სიტყვით, მარტოხელა დედა ძალიან მორწმუნე იყო. ერთხელაც, პატარა ბავშვი ავად  გახდა. მაღალი სიცხე ჰქონდა. ბორგავდა. კვნესოდა. საცოდავმა დედამ არ იცოდა, როგორ დახმარებოდა ავადმყოფ შვილს. თავდაუზოგავად ლოცულობდა:

        -  ”ღმერთო, ჩემს თავს არ  ვდარდობ, ბავშვის თავი გამიზარდე! ღმერთო, ჩემს თავს არ  ვდარდობ, ბავშვის  თავი გამიზარდე! ღმერთო, ჩემს თავს არ  ვდარდობ, ბავშვის  თავი გამიზარდე!”
     
      ლოცვამ არ უშველა. ავადმყოფ ბავშვის  კიდევ უფრო აუწია სიცხემ. კიდევ უფრო ბორგავდა. კიდევ უფრი კვნესოდა. საცოდავი დედა კი კვლავ თავდაუზოგავად ლოცულობდა:

        - ”ღმერთო, ოღონდ ბავშვის  თავი გამიზარდე და ბავშვის თავის ხელა სანთელს დაგინთებ”-ო.

        ამჯერად ლოცვამ ნაყოფი გამოიღო. ბავშვის თავმა გაზრდა დაიწყო. ოღონდ თავი იზრდებოდა, ტანი - არა, თავი იზრდებოდა, ტანი - არა, თავი იზრდებოდა, ტანი - არა. სანამ საცოდავი დედა სანთლის დანთებას მოასწრებდა, უკვე გვიან იყო. თავი გაიზარდა, ტანი - არა.

        ასე გაჩნდა პირველი თავადი.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
2.12.2010



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები