ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2010


კმაყოფილი ლექსი

          (თათა-ს)

შენ ასეთი ხარ, ღამ-ღამობით მოგაქვს სიზმრები,
გითვლი წამწამებს, მერე გკოცნი თვალის უპეზე,
გულის ცარიელ ალაგებში სუნთქვით მიძვრები,
შენ ისეთი ხარ, ვერ ვისურვებ შენზე უკეთეს.

ახლა ბავშვივით მორცხვად დგახარ, ვეღარ მიკარებ,
მომატყუებენ, მეტყვიან, რომ ჩემი არა ხარ,
მთვარეს ავანთებ სანთებელით, როგორც სიგარეტს,
და დედამიწას მიეცემა ფონი - ტალახი,

მე დავიბადე, დეკემბერი იდგა მეშვიდე,
ციოდა ალბათ, აღარ მახსოვს, მითხრეს ვიტირე...
ახლაც ეს დღეა, ორივენი უფლის პეშვიდან,
დავიბადებით... ძლიერები როგორც ქვითკირი.

ამ ლექსსაც ალბათ კმაყოფილი ჰქვია იმიტომ,
რომ მე კითხვის დროს კბილებიდან ფრჩხილებს ვისერავ, 
და სიყვარულის კადრად ვიქცედ, სანამ ლიმიტი
ამოგვეწურა ერთად ყოფნის, ხოდა ისე ვარ

ახლა წერაც კი მიძნელდება, მინდა დაგხატო,
ყელზე გექნება ვნებიანი ტუჩის კოლიე,
დღეს მარტოობა მოვიშორეთ, როგორც სახადი,
თუმცა მგონია, უშენობა არც კი მყოლია.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები