ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2010


როგორ ამშვენებს




“ბინდისფერია სოფელი
უფრო და უფრო ბინდდება”_
ამ სასწაულის გამგონეს
რა სიბრძნე გაგიკვირდება?!
როგორ ამშვენებს სამყაროს
მიზეზი დარდის ლხენისა_
მშვენიერება უთქმელი
სოფლისა ბინდისფერისა.

“რა არი ჩვენი სიცოცხლე
ჩიტივით გაგვიფრინდება”_
იტყვი და გულის სიღრმეში
ეს ფიქრი გაგიბრწყინდება:
როგორ ამშვენებს სამყაროს
ხატი მზისა და ჩრდილისა_
მშვენიერება სიცოცხლის
ჩიტივით გაფრენილისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები