ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2010


შამანის ღამე

ღამეა შავი შამანი,
სავსე მთვარით და ვერძის რქით.
შორით შრიალებს შამბნარი,
ციდან ვარსკვლავთა ვერცხლი ცრის.
დრო არის მსხვერპლის შეწირვის,
გულის გადახსნის ბოლომდე.
ამ წუთას მხოლოდ შენ იცი,
მსხვერპლად რას ითხოვს ბომონი...
ღამეა, მთვარის ტამტამზე
ცეკვავენ ცეცხლის ენები.
ალს იკიდებენ წამწამზე
ალები ცხელი ხელებით...
ჩუმი შრიალი ბალახის
კოცონს ამაოდ უკვირდა,
ღამეს კი ცეცხლთან ნანახი
შავად წაეცხო ტუჩ-პირთან...
ხმაგაკმენდილი ნიავი
თავს ხის ტოტებში მალავდა.
ღამე არ თმობდა სიამეს
და აჯიბრებდა დალს ალთან.
ღამეა სიავხორცის და
კოცონთან შიშვლად ცეკვისა.
ცეცხლს როცა ენა მოსცილდა,
ცას მთვარე აღარ ეკიდა...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები