ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 დეკემბერი, 2010


სალაღობო

ვაი, სად წამომეწიე,
შენ, სიყვარულის მწევარო,
მუხლს ნაცვლად, წამწამს მიზიხარ,
წელამდე ჟანგში ვწევარო.

ხან  გავილაღებ ბალღივით,
ხან ჩემებრ ვხანდაზმიანობ,
რამდენჯერ გამოგიგონო,
რომ გულში გაგამზიანო.

ან რა ღვთის მადლი გამიწყრა,
ვაჟკაცს მიხმება ფესვები,
შენი ბიძების მაგივრად,
გადავიკიდე ლექსები.

დაგეშილ გყავარ - ვგუმანობ
ხარ მომართული „არაზე“,
მე საცალფეხო ბილიკებს
რა გამომილევს შარაზე.

შეგხვდები, გვერდს ვერ ამივლი,
„ჰოს“  ვერ ამიგდებ ბანზედა,
ისე არ მოვკვდე, ვერ შავძლო –
დაგადნე ტუჩის კარზედა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები