ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრი-ა
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2010


თამთას

"ნუ,ნუ წახვალ ამ ღვართქაფში,
გაცივდები-მეთქი"
და წინკარში მიდგებოდა
სათნოების ღმერთი...
ფეხშიშველი,თმაგაშლილი
მე ჩემი გზით წაველ...
ახლა თვითონ ვდგავარ კარში:
__ნუ,ნუ,გენაცვალე,
ნუ,ნუ წახვალ,შემოგევლე!
მაგრამ გაგიგონია?!
მე წავედი,ისიც წავა,
მისი შვილიც, მგონია.
მერე ხელის ფათურით,
ბედის ძებნით გართული,
მერე თვალის ცეცებით
ვდგებით...ისევ ვეცემით...
დათვისჯვარიც უკან დაგვრჩა,
აბასთუმნის ხედებიც,
ნატვრისთვალის საპოვნელად
დავალთ,დავეხეტებით...
ღმერთო ჩემო,დაგვიფარე
შვილებიც და დედებიც!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები