ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2010


დროებით...

თუ გჯერა, ცის იქით რაიმე არსებობს,
გამოდის, არც ისე შორია ღმერთამდე...
რაღაცა ხანდახან "ყოველთვის" ჯობია,
ზოგჯერ კი - "დროებით" აჯობებს ყველაფერს.

საქმე თუ ლოდინს და ტკივილებს ეხება,
რთულია: "ყოველ წამს",  "ყოველ წუთს", "ყოველდღე"...
დროებით განცდებს კი რაღაცას ვუშველით,
რას იზამ, დროებით მუზებიც გვტოვებენ...

"დროებით" - სიცოცხლეს გულგრილად დავარქვათ,
სიცოცხლის სიყვარულს - "უსაზღვო" - თამამად,
ლამაზ წუთს უცრემლოდ არასდროს დავთმობ და
ცრემლებს კი წარსულს სულ ღიმილით გავატან...

გავატან და მერე იმაზე ვიფიქრებ,
ძველ აზრებს ნელ-ნელა თუ როგორ ვშორდები,
ვაცალოთ, ყველაფერს თავისი ბოლო აქვს,
ოღონდაც გაუძლო ის რთული "დროებით"...

ლიკა ოხანაშვილი
6.12.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები