ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2010


წვიმის სონეტი

ჩემი მონატრება წვიმის სონეტია,
ზოგი მინორია,ზოგი მაჟორია,
ახლა იმნაირი მძაფრი მომენტია,
წვიმის სონეტები სევდის ნაჟურია,

ხოდა გავიარე შენი მწვანე კორდი,
მერე გავიარე შენი გულის ბანი,
სევდა თვალებიდან ჩუმად გადაგორდა,
მიყვარს შენი ცების შემოცეცებანი.

სურნელს მოუპარავს მინდვრის ყვავილები,
გრძნობამ გაარღვია გულის ჯებირები,
ახლა შენს სუნთქვაში ლექსად ავირევი,
მზე კი მაგ თვალებში ჩასვლას ეპირება.

მთვარემ მოგანათა ახლა თვალებში და
ცებში მზეთა სითბო თითქოს გემატება,
მე კი მენატრება შენი ალერსი და
მერე მაინც ისევ ლექსი მემართება

ისე, როგორც რამე მძიმე სნეულება,
ბეწვის ხიდებს ვაბამ-ტვინის ნეირონებს,
ახლა ღიმილია შენი ჩვეულება,
შენში სურნელება ნაირ-ნაირია.

ხოდა მონატრება წვიმის სონეტია,
გრძნობით გავიარე შენი გულის ბანი,
ახლა შენი მზერა ერთი მომენტია,
მიყვარს შენი ცების შემოცეცებანი.

ხოდა მონატრება ტვინში გაიჟონა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები